logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება
13:54 14.03.2019
ტაჯიკური მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით , რისთვისაც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით“ - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის დროს ქართველ კოლეგებთან განაცხადეს.

მხარეებმა ძირითადად განიხილეს ტაჯიკური მხარის დაინტერესება საქართველოს გავლით სატრანზიტო გადაზიდვების განხორციელების შესახებ. როგორც აღინიშნა, ტაჯიკური მხარე დაინტერესებულია მომავალში უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს ნავსადგურები. დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა და დაინტერესება გამოხატა, გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება საბაჟო მიმართულებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მოლაპარაკებები გაიმართა, ,,საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ პროექტი იყო. შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდა პროექტის მთლიანი ტექსტი და მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელებმა განახორციელეს მისი პარაფირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფორმდა შესაბამისი ოქმი, სადაც დაფიქსირდა, რომ მხარეები შესაძლო მოკლე ვადაში განახორციელებენ შეთანხმების პროექტის ხელმოწერისთვის აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეთანხმების პროექტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნულ ნებართვის ბლანკებს გაცვლიან ერთმანეთში.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა