logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: იაპონური ჰოლდინგი TEPCO საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა
გიორგი ქობულია: იაპონური ჰოლდინგი TEPCO საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა
19:34 13.03.2019
„მსოფლიოში ცნობილ იაპონურ ჰოლდინგთან განვიხილეთ მოტივტივე მზის ელექტროსადგურების საქართველოში შექმნისა და განვითარების საკითხები, რაც, ვფიქრობთ, ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის იმ მიმართულებისთვის, რომელიც განახლებადი ენერგიების ათვისებას გულისხმობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია იქნება“ - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ იაპონიაში, ელექტროენერგეტიკული ჰოლდინგის, TEPCO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრთან ერთად ტოკიოში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში “ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.

გიორგი ქობულიამ ჰოლდინგის წარმომადგენლებს ის უპირატესობები გააცნო, რომელიც საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააჩნია სხვა ქვეყნებთან შედარებით. მისი თქმით, ლიბერალური, თავისუფალი ბიზნესგარემო ნაკლები ბიუროკრატიით, ბიზნესის კეთების სიმარტივე და სწორი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს იმისთვის, რომ ისეთი დიდი კომპანიები, როგორიც TEPCO-ა, საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდნენ.

„მოხარული ვარ, რომ თქვენი კომპანია საქართველოს განიხილავს, როგორც ქვეყანას პოტენციური თანამშრომლობისთვის და სწავლობთ მის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი ენერგოსესურსები, რომელსაც გააჩნია დიდი საინვესტიციო პოტენციალი. დღეს საქართველოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს როგორც ჰიდრორესურსების ათვისება, ასევე მუშაობა განახლებადი ენერგიების - ქარისა და მზის ელექტროსადგურების შექმნა-განვითარებისთვის “ -აღნიშნა მინისტრმა.

მისის თქმით, 2019 წელს იწყება 300 მეგავატის ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად შედგება ტენდერი მზის 30-დან 50-მდე მეგავატი სიმძლავრის პირველი ელექტროსადგურის ასაშენებლად.

„იქიდან გამომდინარე, რომ იაპონია არის მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა მოტივტივე მზის ელექტროსადგურების წარმოებასა და შექმნაში, მოხარულები ვიქნებით, თუ ამ მიმართულებით ერთმანეთთან ვითანამშრომლებთ და შემდეგ სამუშაოს შეხვედრას უკვე საქართველოში გავმართავთ“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ ჰოლდინგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თავის მხრივ, იაპონურმა კომპანიამ უახლოეს ხანებში საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა.

TEPCO მსოფლიოში უმსხვილესი, იაპონური ელექტრონერგეტიკული ჰოლდინგია, რომელსაც აქვს ასევე ფილიალები ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში. ესარის მსოფლიოში ცნობილი, ერთ-ერთი სტრატეგიული კონსორციუმი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ენერგეტიკულ კვლევებთან და ინოვაციებთან, მათშორის მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება-განვითარებასთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა