logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"ბანკი ქართუ" "შაბათის კურიერს" ცილისწამებისთვის უჩივის
"ბანკი ქართუ" "შაბათის კურიერს" ცილისწამებისთვის უჩივის
16:48 13.03.2019

 

"ბანკი ქართუ" ეხმიანება 2019 წლის 9 მარტს რუსთავი 2-ის "შაბათის კურიერში" გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ბანკის ფულის გათეთრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.


"ბანკი ქართუ" თავის კლიენტებთან საქმიან ურთიერთობაში სრულად ასრულებდა და ასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს.

რუსთავი 2-ის სიუჟეტში ნახსენებ პირთან, გარი შალელაშვილთან დაკავშირებით გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ იგი არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 2013 წლიდან ბანკში ჰქონდა გახსნილი ანგარიში (გარი შალელაშვილს ანგარიში გახსნილი ჰქონდა საქართველოს სხვა კომერციულ ბანკებშიც). ანგარიშის გახსნის დროს არ არსებობდა ინფორმაცია (არც საჯარო სივრცეში და არც ბანკისთვის ხელმისაწვდომ სპეციალურ საძიებო ბაზებში) გარი შალელაშვილზე, როგორც რაიმე მაქინაციურ გარიგებებში მონაწილე/ბრალდებულ პირზე. გარი შალელაშვილი საქმიანობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც კიდევ უფრო აძნელებდა ამ პირის საქმიანობის შესახებ მონაცემების სრულყოფილ შესწავლას. 2014 წლის დეკემბრის თვეში გარი შალელაშვილმა გამოთქვა სურვილი ბანკის მიერ სხვა პირზე გაცემული კრედიტის ასანაზღაურებლად დასაკუთრებული ერთ-ერთი აქტივის შეძენაზე. ამ აქტივის, როგორც ბანკის არაპროფილური აქტივის, ოპერატიულად გასხვისების ვალდებულება ბანკს გააჩნდა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციიდან გამომდინარე. მხარეები შეთანხმდნენ და ბანკმა აღნიშნული აქტივი გაასხვისა საბაზრო ფასში. დაინტერესების შემთხვევაში ბანკი იმავე ქონების რეალიზაციის გარიგებაში შევიდოდა შეძენით დაინტერესებულ სხვა პირთანაც", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაში წერია, გარი შალელაშვილის მიმართ 2015 წლის 21 ივლისს, ანუ ბანკისგან ზემოაღნიშნული აქტივის დასაკუთრებიდან 6 თვეზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ, მოხდა ბრალის წაყენება სხვადასხვა ფინანსურ დანაშაულში.

„ეს ინფორმაცია განთავსდა საჯარო სივრცეში (იხ. ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) ვებ-გვერდი:

https://www.sec.gov/news/pressrelease/2015-152.html, ასევე ამერიკის სახელმწიფო პროკურორის ბრიფინგი: https://www.youtube.com/watch?v=U1APuESKVgI&t=38s).

ინფორმაცია, საჯაროდ განთავსების შემდგომ, 2015 წლის 4 აგვისტოს, ცნობილი გახდა „ბანკი ქართუსთვის“, რაზეც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაცნობეთ 2015 წლის 7 აგვისტოს, 2015 წლის 10 აგვისტოს და 2015 წლის 12 აგვისტოს, ინფორმაციის წყაროების და სხვა დეტალების მითითებით.

2015 წლის 12 აგვისტოს ბანკმა განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით. სწორედ პროკურატურაში "ბანკი ქართუს" განცხადების შეტანის შემდეგ, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, 2015 წლის აგვისტოს თვეში განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები, დოკუმენტაციისა და ინფორმაციების ბანკიდან ამოღება და გამოძიების პროცესში გამოკვეთილი პირების ანგარიშების დაყადაღება.

ბანკის კანონშესაბამისი, თანმიმდევრული და დროული მოქმედებებით გახდა შესაძლებელი ფინანსური მაქინაციებში შესაძლო მონაწილე პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად ჩატარება, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებაში ბანკის რაიმე ფორმით მონაწილეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის სისწორეს.

ბანკი ქართუ" მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ბანკის რეპუტაციის შემლახავი, გადაუმოწმებელი და სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების გავრცელებისგან. მსგავსი ცრუ ბრალდებები დიდ ზიანს აყენებს ბანკის რეპუტაციას და პარტნიორ ორგანიზაციებთან მის ურთიერთობას.

"ბანკ ქართუს" განზრახული აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს "შაბათის კურიერში" გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით, რათა სასამართლო წარმოების გზით განხორციელდეს ბანკის საქმიანი რეპუტაციის დაცვა, ასევე დადგეს ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებელი პირების სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა