logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიზნესასოციაცია „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ბიზნესასოციაცია „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
11:31 13.03.2019
„თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესასოციაცია განცხადებას ავრცელებს.
ასოციაცია ადასტურებს, რომ იანვრის დასაწყისში, როგორც კი ასოციაციისთვის ცნობილი გახდა „თიბისი ბანკისა“ და მისი დამფუძნებლების გარშემო არსებული ვითარების შესახებ, საქართველოს ბიზნესასოციაციამ გამართა შეხვედრა, სადაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიიწვიეს.

„ამ შეხვედრამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი „თიბისი ბანკში“ თვეების განმავლობაში მიმდინარე შემოწმებებისა თუ სხვათა თაობაზე და ბუნებრივია, ასოციაციის წევრებს გაუჩნდათ სურვილი, მოესმინათ ჩვენი წევრი ორგანიზაციის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ. აღნიშნული შეხვედრის დამთავრებისთანავე ჩვენ დავამყარეთ კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, რომელიც მეორე დღესვე შეგვხვდა. გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, დაგვეცვა ჩვენი წევრი კომპანიის, „თიბისი ბანკის“ ინტერესები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ასოციაცია აცხადებს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მათ მზადყოფნა გამოთქვეს, საჭიროების შემთხვევაში, ასოციაციას შუამავლის როლი ეთამაშა „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ ბანკს შორის „პრემიერმა აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, რომ მას ძალიან კარგად ესმის „თიბისი ბანკის“ როლი და ადგილი საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის საქმეში და მოგვცა გარანტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული ბანკის რეპუტაცია. უფრო მეტიც, მომდევნო დღეებში იწყებოდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში და პრემიერმა აღნიშნა, რომ იქაც აპირებდა, გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება „თიბისი ბანკის“ შესახებ. ამის შემდგომ ასოციაციამ „თიბისი ბანკთან” დაკავშირებით საჯარო სივრცეში გააკეთა ორი განცხადება. ორივე განცხადებაში ჩვენ მკაფიოდ დავიცავით „თიბისი ბანკის“ ინტერესები.

ობიექტურობის დაცვის მიზნით უნდა ითქვას, რომ „თიბისი ბანკთან”, როგორც საბანკო ინსტიტუტთან დაკავშირებით მოვლენები ისე განვითარდა, როგორიც იყო დაპირება პრემიერ-მინისტრის მხრიდან“, – აცხადებს ასოციაცია.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ყველასათვის ცნობილია საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ მიერ ამის თაობაზე გაკეთებული ერთობლივი განცხადების შესახებ. ასოციაციის შეფასებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილება ბანკთან მიმართებაში გონივრული და სწორი იყო.

„ამას გარდა, „თიბისი ბანკმა” რამდენიმე დღის წინ მოგვიწოდა ყველას, თავი შევიკავოთ „ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან”. ეს არის აბსოლუტურად პროფესიული და პრაგმატული მიდგომა ბანკის მხრიდან. ასევე, ობიექტურობის დაცვის მიზნით, გვინდა, განვაცხადოთ, რომ თუ მართლაც გული შეგვტკივა ბანკზე, ყველაზე სწორია, ამ დღეებში თავი შევიკავოთ და არ ვახსენოთ „თიბისი ბანკი“ სხვადასხვა მოვლენების კონტექსტში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ საბანკო საქმიანობა მთლიანად ეფუძნება ბანკის იმიჯს, „თიბისი ბანკს“ ჰყავს ძალიან ბევრი არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი დეპოზიტარი და რაც უფრო ბევრი საუბარი იქნება ბანკზე, არის რისკი, რომ მისი რეპუტაცია დაზიანდეს.

„აქვე ვაცხადებთ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ჩვენი ქვეყნის საფინანსო ბაზრის ლიდერი, ძალიან წარმატებული და პროფესიული საბანკო დაწესებულება, ბანკი სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და მისდამი ნდობის მაღალი ხარისხით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „თიბისი ბანკი“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება მომავალში. აქვე აღვნიშნავთ, რომ საჭიროების გაჩენის შემთხვევაში, ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, დავიცვათ „თიბისი ბანკის“, როგორც ჩვენი ასოციაციის წევრის ობიექტური და სამართლიანი ინტერესები.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფუნქციონირებს 2009 წლიდან; ასოციაცია არის ინსტიტუცია და მოქმედებს საკუთარი წესდებისა და მასზე მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რაც გულისხმობს ასოციაციაში გაერთიანებული ორგანიზაციების ობიექტური და სამართლიანი ინტერესების დაცვას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა