logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სალუქვაძე: ეს აჟიოტაჟი ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვას ემსახურება
სალუქვაძე: ეს აჟიოტაჟი ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვას ემსახურება
11:16 13.03.2019
,,საგანგებოდ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა, ვინც ჩართულია ანაკლიის თემის
აჟიტირებაში, ერთი მხარის, ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ, მედია ხართ, პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, ნებით თუ უნებლიეთ, მოქმედებთ სახელმწიფოს, შესაბამისად მისი მოქალაქეების, მ.შ. საკუთარი თავის წინააღმდეგ" - წერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ამირან სალუქვაძე.

"მთელი ეს სიცრუეზე აგებული აჟიოტაჟი, ემსახურება ორ მიზანს: გადაიფაროს ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან ამ წლების მანძილზე შეუსრულებელი ვალდებულებები და თემის პოლიტიკური აჟიტირებით ცდილობენ მოახდინონ ზეწოლა სახელმწიფოზე, კერძოდ მთავრობაზე, როგორც მოლაპარაკების პროცესის მხარეზე, რათა მოიპოვონ ანაკლიის კონსორციუმისა და მის უკან მდგომი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისთვის მომგებიანი (ხელსაყრელი), შესაბამისად საძელმწიფოსთვის, ანუ ყოველი მოქალაქისათვის წამგებიანი პირობები;

ანაკლიასთან დაკავშირებით, როგორც ცალკე გაკეთებული განცხადებები, ასევე კითხვების დასმა სამხედრო დანიშნულების ხომალდების შესაძლო შემოსვლის შესახებ არის უპასუხისმგებლობა და პროვოკაცია. მიიღებთ ამ განცხადებას ცნობად თუ არა, ანაკლიის პორტი აშენდება, ან ანაკლიის კონსორციუმის მიერ, ან მის გარეშე, რათა ეს საკითხი კონსტიტუციაშია გაწერილი და ამ ჩანაწერს ვეღარავინ შეცვლის.

ტენდერის მოგების შემდეგ უამრავჯერ შეიცვალა პირობები ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ, შესაბამისად სახელმწიფოს საზიანოდ. რატომ ასეთი უპარატესობები? ნებისმიერ სხვა კომპანიას, სხვა პროექტის განხორციელებისას, დისკვალიფიკაციას გაუკეთებდნენ. მთავრობის ადგილას, ასეც მოვიქცეოდი, ავაშენებდი პორტს, რომელიც ახლაც სახელმწიფოს საკუთრებაა და რჩება ასეთად, ხოლო აშენების შემდეგ, ტენდერის/კონკირსის საფუძველზე მართვაში გადავცემდი გამოცდილ ოპერატორს.

თემის სტრატეგიულობიდან გამომდინარე, მოვითხოვ, ერთ ეთერში დასხდნენ ორთავე მხარის (მთავრობა და ანაკლიის კონსორციუმი) თითო ან ორ-ორი წარმომადგენელი და საქმეში ჩახედული წამყვანის მეშვეობით მთელ საზოგადოებას გაგვაგებინონ:

-რა სტადიაშია პორტის მშენებლობა?
-რა პრეტენზიები აქვთ ერთმანეთთან?
-ვინ რა არ შეასრულა?
-რამდენად ესწრება მშენებლობის პორველი ფაზის დასრულება?
-რატომ შეიცვალა მშენებლობის ფაზები და ვისი მოთხოვნით და არის თუ არა ამ ვადების დარღვევის რისკი?
-რატომ ხდება ტენდერის მოგების შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როცა სხვა მონაწილეები გამოეთიშნენ კონკურსს, ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ პირობების გაუმჯობესება?
-არის თუ არა მცდელობა, რომ პორტის ფინქციონირების დაწყების შემდეგ ყველა რისკი ჩამოჰკიდონ სახელმწიფოს და ოპერატორმა მხოლოდ მოგება უნდა თვალოს?
-სხვა მნიშვნელოვანი საკითხები" - წერს სალუქვაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა