ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნებს ფორუმი გაიმართება
10:43 13.03.2019
15 მარტს, იაპონიაში, ქ. ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნებს ფორუმი გაიმართება. ღონისძიება, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით,
იაპონიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება. ბიზნესფორუმში 20 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი.