logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია: „ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება“
გიორგი ქობულია: „ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება“
15:53 12.03.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის შედეგები შეაჯამა, გიორგი ქობულია ვიზიტს დადებითად აფასებს და მას მნიშვნელოვანს უწოდებს - „კორეა აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ეკონომიკაა, ეს ვიზიტი ჩვენთვის დამატებით შესაძლებლობებს ხსნის“, - აცხადებს გიორგი ქობულია.

კორეის რესპუბლიკაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით 11-12 მარტს იმყოფებოდა, ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა შედგა კორეის რესპუბლიკის სამთავრობო და ბიზნესწრეებთან, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. „გარდა იმისა, რომ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას კორეასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, ვიწყებთ მუშაობას ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებაზე, აგრეთვე გაიხსნა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შექმნის შესახებ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისივე ინფორმაციით, თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება შედგა კორეის საშუალო და მცირე ბიზნესის სააგენტოსთან და ახლო მომავალში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის თანახმადაც სააგენტო ქართულ მხარეს თავისი გამოცდილებით დაეხმარება, რათა მან უფრო ეფექტიანად ააწყოს საქმიანობა ქართული საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. „ჩვენ ასევე მოლაპარაკება გვქონდა კორეის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან, სადაც აღგვითქვეს დახმარება საქართველოში ბიზნესფორუმის ჩატარების კუთხით. შედგება ქართველი ბიზნესმენების ვიზიტი კორეაში, სადაც წარვადგენთ ჩვენს პროდუქციას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მინისტრის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა იმპორტის წახალისების სააგენტოსთან, სადაც ქართულ მხარეს ქართული პროდუქციის კორეაში იმპორტის მხარდაჭერას დაპირდნენ.

„ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ეს გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კორეასთან, როგორც აღმოსავლეთ აზიის მნიშვნელოვან ეკონომიკასთან, გაღრმავდება“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა