logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს
საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს
15:13 12.03.2019
საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. გამარჯვებულ ხუთ პროექტს, საქართველოს ბანკი 50 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსებს. ჯამში, ამ მიმართულებით, ბანკი 250 ათას ლარამდე დაფინანსებას გასცემს. საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი მესამე წელია ტარდება. საგრანტო კონკურსის მიზანი კი ისეთი სოციალური საწარმოების დაფინანსებაა, რომელიც სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას, უზრუნველყოფს. 2018 წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სოციალური საწარმოს 143-მა პროექტმა მიიღო, 5 გამარჯვებული კი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა, დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული პროექტებია:

სოციალური საწარმო-მოირგე

პროექტის მიზანია ქ. ზესტაფონში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სავარძელ-ეტლების წარმოება და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საშუალო და მძიმე მოტორული შეზღუდვის მქონე პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობის და მობილობის გაუმჯობესების მიზნით.

საინიციატივო ჯგუფი „თეატრო მობილე“-ს პროექტი - „ფორთოხლისფერი ავტობუსი“

„ფორთოხლისფერი ავტობუსი“ წარმოადგენს მობილურ, ადაპტირებულ თეატრალურ სივრცეს, 25 მაყურებელზე გათვლილი დარბაზით, სადაც შესაძლებელი იქნება თითების, თოჯინური, ჩრდილების და მონო სპექტაკლის გამართვა. ასევე, უფრო ფართო აუდიტორიისთვის ღია ცის ქვეშ წარმოდგენის მოწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს, თეატრი გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მთაში, კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე, სოფლებში, გაიმართოს ქუჩის პერფორმანსები, სპექტაკლები. თეატრალური ავტობუსი ადაპტირებული და მორგებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათ დასაქმებასა და მასპინძლობას, ასევე მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

პოლიეთილენის ნარჩენების მართვა- Plastic watcher

პროექტი გულისხმობს სოციალური საწარმოს შექმნას პოლიეთილენის გამოყენებული პარკების შეგროვება/გადამუშავებისა და მდგრადი გამოყენების ნივთების შესაქმნელად. საწარმოს მიზანია, საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებზე პოლიეთილენის პარკის ნაკლებად მოხმარების, გარემოს პარკებით დანაგვიანებისგან დაცვის მიზნით. საწარმოში დასაქმდებიან შშმ პირები.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტი - ბაბალეს ჭრელი წინდები

სოციალური საწარმოს მიზანია ბაბალეს ჭრელი წინდების წარმოება. საქმიანობიდან შემოსული მოგება მოხმარდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობის, მოზარდთა წინაპროფესიულ მომზადებას. წინდების ნაწილი შეიქმნება ბენეფიციარების ნახატების გამოყენებით. საწარმოს შექმნის შედეგად მოხდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა.

ადაპტური და საორსულე ტანისამოსის პროექტი - „ინკლუზიურობა მოდაში“


პროექტი გულისხმობს ინოვაციური სოციალური საწარმოს შექმნას, რომელიც მოდის ინდუსტრიაში დანერგავს ინოვაციურ პროდუქტს - „ფერადი, თერაპიული, ადაპტური და საორსულე სამოსი“. შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული ტანისამოსი, დაეხმარება მათ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ტანისამოსის შექმნაში კი თავადაც მიიღებენ მონაწილეობას. ქართული ბრენდის ქვეშ შექმნილი საორსულე და ინტერაქტიული თერაპიული სამოსის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა კი ორსულ ქალბატონებსაც მიეცემათ.

საქართველოს ბანკი ერთერთი პირველი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას, ამ დრომდე ჯამში 10 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 400 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა