logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შემოსავლების სამსახურის უფროსი: კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობა არ არის გაზრდილი
შემოსავლების სამსახურის უფროსი: კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობა არ არის გაზრდილი
15:03 12.03.2019
„ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტი არსებობს, თუმცა კონტრაბანდის მასშტაბი არ არის გაზრდილი“ - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, სიგარეტზე აქციზის გადასახადის მატება იწვევს კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტის გაზრდის რისკს, თუმცა აღნიშნული საფრთხე გაანალიზებული აქვს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და წინასწარ განსაზღვრულია ის რესურსიც, რითიც ხორციელდება კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა.

„კონტრაბანდული სიგარეტი არსებობს საქართველოში, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ციფრები რომელზეც ვსაუბრობთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, საქართველოში კონტრაბანდა არ არის გაზრდილი, ანუ არ არის იმაზე მეტი, ვიდრე იყო შარშან ან შარშანწინ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტრაბანდის წილი ქვეყანაში არ სცდება 1-1.5%-ს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ზუსტად ვიცით ყველა ის წერტილი, მათ შორის, ბაზრებში, მაღაზიებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც იყიდება კონტრაბანდული სიგარეტები, მაგრამ კონტროლის ღონისძიებები, რომლებსაც ვატარებთ, ასევე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა, ცხადყოფს, რომ ადგილი არ აქვს კონტრაბანდის ორგანიზებულად შემოტანილ ფაქტებს. საქართველოს მასშტაბით, სიგარეტის მოხმარება დღეში 1 მილიონი კოლოფია. რამდენიმე ძალოვან უწყებასთან ერთად განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად ამოღებული კოლოფების რაოდენობა დღის განმავლობაში არ აჭარბებს 1000 კოლოფს - ანუ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაოდენობრივად, საგანგაშო სურათი ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენ ღონისძიებებს ან ვწყვეტთ ან არ ვაგრძელებთ. პირიქით, კონტროლის ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება“ - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტებს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა