logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებს აშშ-ში „სამსუნგის“ ინოვაციების ცენტრთან დავაკავშირებთ
გიორგი ქობულია: ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებს აშშ-ში „სამსუნგის“ ინოვაციების ცენტრთან დავაკავშირებთ
14:35 12.03.2019
„მოვილაპარაკეთ, რომ აშშ-ში, „სამსუნგის“ ინოვაციების ცენტრთან დავაკავშიროთ საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპები“ - ამის შესახებ კორეაში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „სამსუნგის“ აშშ-ის ინოვაციების ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და ამ პროცესში ქართული სტარტაპების ჩართულობა საქართველოში ინოვაციების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა „სამსუნგის“ ცენტრალურ ოფისში, კომპანიის ორ ვიცე-პრეზიდენტთან. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი საქართველოში ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რომელზეც ვისაუბრეთ და მოვილაპარაკეთ, იყო საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების დაკავშირება „სამსუნგის“ ინოვაციების ცენტრთან აშშ-ში. ეს ცენტრი ეძებს საინტერესო იდეებს და საკითხის განხილვის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მათ რამდენიმე ქართული სტარტაპის იდეებიც გამოადგეთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარებისთვის“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

სამინისტროს ცნობით, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრისას, გიორგი ქობულიამ საქართველოში არსებულ ინოვაციურ ეკოსისტემაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ტექნოლოგიური პარკებისა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა "სამსუნგის" მეტი ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესში. კორეული კორპორაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში ტექნოლოგიური პროცესებით, აგრეთვე ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "სამსუნგის" მხარემ გამოთქვა მზადყოფნა განიხილოს წინადადებები საქართველოში მათი საქმიანობის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით.

„სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრა სეულთან ახლოს, ქალაქ სუვონში "სამსუნგის" ციფრულ ქალაქში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ ციფრულ ქალაქში მდებარე "სამსუნგის" ინოვაციური მუზეუმი დაათვალიერა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა