logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: გვსურს, კორეულ ბიზნესს ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად გავაცნოთ
გიორგი ქობულია: გვსურს, კორეულ ბიზნესს ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად გავაცნოთ
18:27 11.03.2019
კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კორეის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის ვიცე-თავმჯდომარეს ჯუდონგ კიმს შეხვდა. აღნიშნული პალატა კორეაში უძველესი და უმსხვილესია და აერთიანებს 73 რეგიონულ პალატასა და 100-ზე მეტ ორგანიზაციას, რომელთა საქმიანობაც ვაჭრობასა და ინდუსტრიას უკავშირდება.



შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მისი დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა კორეული მხარის ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების კუთხით.



„პალატის ვიცე-თავმჯდომარემ აღგვიქვა დახმარება და მხარდაჭერა კორეასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევაში, ასევე საქართველოში კორეული ბიზნესის ჩამოყვანაში. ჩვენ ვგეგმავთ ბიზნესფორუმის გამართვას საქართველოში, სადაც ჩამოვლენ კორეელი ბიზნესმენები. აღნიშნული ფორუმი დაგვეხმარება, რომ კორეულმა ბიზნესმა ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად გაიცნოს და ადგილობრივ ბიზნესწრეებთან კონტაქტები დაამყაროს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.



ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა შეხვედრა კორეის საზღვარგარეთ ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების ხელშეწყობის კორპორაციაში. გაერთიანება ახორციელებს კორეული კომპანიების მხარდაჭერას მათ მიერ საზღვარგარეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა