logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი: 2004-2012 წლებში, როცა ოჯახის წევრის პატიმრობის გამო ციხის კართან ვიდექი, ჩემი კომპანიები კი ჯვარზე იყო გაკრული, ნუგეშის „ესემესიც“ კი არავის გამოუგზავნია
ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი: 2004-2012 წლებში, როცა ოჯახის წევრის პატიმრობის გამო ციხის კართან ვიდექი, ჩემი კომპანიები კი ჯვარზე იყო გაკრული, ნუგეშის „ესემესიც“ კი არავის გამოუგზავნია
16:17 08.03.2019
„2004-2012 წლებში, როცა ოჯახის წევრის პატიმრობის გამო ციხის კარებთან ვიდექი, ჩემი კომპანიები კი ჯვარზე იყო გაკრული, არა თუ წყალი მოუწოდებია ვინმეს ჩემთვის, არამედ ნუგეშის „ესემესიც“ კი არ გამოუგზავნია,“ – ამის შესახებ ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი აცხადებს.

ირაკლი იაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში ვისმენ და ვკითხულობ იმის თაობაზე, რომ ვარ შეშინებული, მლიქვნელი და ცეხავიკი ბიზნესმენი, რომელიც არ ვიღებ ხმას და არ ვამბობ, რომ ხელისუფლება ერჩის ჩემს ბიზნესს. ზოგიერთ პოსტს ჩემი სურათიც ახლდა სხვა კოლეგებთან ერთად და სწორად ამიტომ მსურს გაცნობოთ ჩემი პოზიცია.

27 წელი სრულდება წელს, რაც ვსაქმიანობ ამ ქვეყანაში. ამ წლების განმავლობაში ვმოქმედებდი და ახლაც ვმოქმედებ მთავარი პრინციპით, რომ არ შევიდე არანაირ გარიგებაში სახელმწიფოსთან. რაც ნიშნავს იმას, რომ არასოდეს მიმიღია მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, შესყიდვებში და პრივატიზაციებშიც კი. ერთი თეთრის სარგებელიც კი არ მიმიღია და არც ვაპირებ რომ მივიღო სახელმწიფოსგან, სხვათაშორის იმიტომაც, რომ სხვადასხვა უმწიფარი და შეუმდგარი ადამიანებისგან არ ვისმინო ის, რაც ამ დღეებში მოვისმინე ჩემზე“, – წერს იაშვილი.

ბიზნესმენის განცხადებით, მასსა და მის კომპანიებზე 2004 წლიდან არნახული შეტევა დაიწყო. ამის მიზეზი კი, იაშვილის შეფასებით, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში მისი ყოფნა იყო.

„2004-2012 წლებში ვიდექი ციხის კარებებთან (ოჯახის წევრის პატიმრობის გამო), კომპანიები კი, ჯვარზე გაკრული იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ სიტუაციაში არა თუ წყალი მოუწოდებია ვინმეს ჩემთვის, არამედ ნუგეშის „ესემესიც“ კი არ გამოუგზავნიათ. ეშინოდათ და იმიტომ! და არც არავისთვის მითხოვია ამის გაკეთება, რადგანაც ასეთი საქციელი გმირობის ტოლფასი იყო მაშინ“, – აცხადებს ბიზნესმენი.

ირაკლი იაშვილის თქმით, იმ დროს გმირობას ვერავის მოთხოვდი. ახლა კი, მისივე განცხადებით, „მომავალზე მზრუნველი მარიხუანით დაბოლილი გულშემატკივრები“ გამოჩნდნენ, რაც ბიზნესმენის შეფასებით, 2012 წლის დამსახურებაა.

„ახლა რომ გამოჩნდნენ უხვად ვაჟკაცი, პატრიოტი, ქვეყნის მომავალზე მზრუნველი მარიხუანით დაბოლილი გულშემატკივრები, ეს არის 2012 წლის დამსახურება, ოღონდ ობიექტურად ასეა. ვისაც რა მოგადგებათ ენაზე იმას, რომ ბოდავთ და ამისთვის არავინ არაფერს გერჩით. ერთი ხმა ამოგეღოთ მაშინ, როცა მართლა გვიჭირდა და ვნახავდი სად იქნებოდით, ან საერთოდ იქნებოდით თუ არა“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ირაკლი იაშვილი ხაზს უსვამს, რომ მას დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს და კარგად იცის ტექნოლოგიები, როგორ ხდება თემების „აწევა“ პოლიტიკური მიზნებისთვის.

„საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილებაც გამაჩნია ეკონომიკურთან ერთად და კარგად ვიცი ტექნოლოგიები, თუ როგორ ხდება ე.წ. თემის აწევა. და მერე ამ „აწეული თემით“ ხანგრძლივი სპეკულირება სხვადასხა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და რა ვუყო, რომ არ მჯერა ამ თქვენი ცრემლების და გულწრფელობის“, – აღნიშნავს ირაკლი იაშვილი.
ამასთან, ბიზნესმენის თქმით, მას მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი კონკრეტული შეხედულება გააჩნია და შეუძლია, როგორც თავადა ამბობს, „ოპონენტს“ ამის შესახებ საკუთარი ვერსია გაუზიაროს.

ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩმა“ მიმართა: „თქვენ ხართ ჩვეულებრივი კრონი ბიზნესმენები, რომლებმაც მოახერხეთ სიმდიდრის დაგროვება სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ხელისუფლებებთან ჩახუტების და პრეფერენციების მიღების გზით. სახელმწიფოს, ხელისუფლებების მხარდაჭერის გარეშე, თქვენი ფასი როგორც ბიზნესმენების, არი ნული. თქვენ გაქვთ საბჭოთა „ცეხავიკის“ ფსიქოლოგია, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების განცდა და ღირსება, და თვლის, რომ მისი კეთილდღეობა დღეს პირდაპირპროპორციულია ამჟამინდელი კომპარტიის პირველი მდივნის მისდამი კეთილგანწყობის. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასოდეს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა