logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სერ სუმა ჩაკრაბარტი: საქართველო  EBRD-ისთვის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად რჩება
სერ სუმა ჩაკრაბარტი: საქართველო EBRD-ისთვის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად რჩება
11:23 07.03.2019

საქართველო EBRD-ისთვის წარმატების ერთ-ერთ მაგალით ქვეყნად რჩება, - ამის შესახებ ევროპის

რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

EBRD-ის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და მისი გამოცდილების გაზიარებით ბანკის ბევრი პარტნიორია დაინტერესებული. სერ სუმა ჩაკრაბარტიმ პრემიერ-მინისტრს ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასული წელი ინვესტიციების თვალსაზრისით რეკორდული იყო, თუმცა EBRD-ის სურს, საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს. მხარეებმა ასევე განიხილეს EBRD-ის ორგანიზებით საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა.

საუბარი შეეხო ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელობას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, EBRD-ის პორტფელი პირდაპირ პასუხობს საქართველოში არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ყურადღება გამახვილდა EBRD-ის მიერ დაფინანსებულ ენერგეტიკულ პროექტებზე. ხაზი გაესვა ენერგეტიკის სფეროს სწორი განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს. EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რეფორმის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია. EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 მილიარდ ევროს აღემატება.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა