logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეკოლოგიურად სუფთა, მცირე ჰესებზე დგას
ნათია თურნავა: ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეკოლოგიურად სუფთა, მცირე ჰესებზე დგას
13:42 28.02.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა დღეს ახლადაშენებულ „შილდაჰესი-1“-ს ეწვია და ადგილზე პირადად გაეცნო ჰიდროელექტროსადგურის მუშაობას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად, ჰესი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.

სადგური, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ შილდაში მდინარე ჩელთზე მდებარეობს, ექსპლუატაციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა. ის მცირე ზომის ჰესია დადგმული სიმძლავრით 1,2 მეგავატი, სადგურის წლიური გამომუშავებაა 8,7 მლნ. კვტ.სთ. ჰესის მშენებლობისთვის კომპანია „ჰიდრო ენერჯი“-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 800 000 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სადგურის მშენებლობის პერიოდში დასაქმებული იყო 50, ხოლო ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დასაქმდა 12 ადგილობრივი მოსახლე. „შილდაჰესი - 1“ მუნიციპალურ ბიუჯეტში ყოველწლიურად 40,000 ლარამდე გადასახადს იხდის.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „შილდაჰესი-1“ მცირე ზომის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სადგურია არამარტო სოფელ შილდისთვის, არამედ მთელი ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის.

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. „მწვანე ჰესი“, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი - სწორედ ასეთი ტიპის მცირე სადგურებზე დგას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ვულოცავ ინვესტორს, კახეთის რეგიონს ამ წარმატებულ პროექტს. ჩვენ წელს კიდევ ბევრ ასეთ ჰესს გავხსნით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი აქტიურად მუშაობს სოციალური პროექტების განხორციელების კუთხით - კერძოდ, ამ ეტაპზე ამოქმედდა მეფუტკრეობის მეურნეობა 200 სკის მოცულობით, სადაც 10 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე უახლოეს პერიოდში სხვა ახალაშენებულ ჰესებსაც მოინახულებს და მათ მუშაობას გაეცნობა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა