logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
Marriott International-მა, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა
Marriott International-მა, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა
12:22 28.02.2019
Marriott International-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა და შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ დიდი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონაში, დუბროვნიკში და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს.

აღნიშნულ წარმატებას, სასტუმრო „პარაგრაფმა“ სულ რაღაც ერთ წელში მიაღწია, რაც მიუთითებს დამსვენებელთა კმაყოფილებაზე, მომსახურების მაღალ ხარისხზე, სერვისების მრავალფეროვნებაზე და ა.შ.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ამჟამად 450 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 95% ადგილობრივი მკვიდრია. Marriott International-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თანამშრომლებს სისტემატიურად უტარდებათ პროფესიული გადამზადების მასტერკლასები, რაც მათ საშუალებას აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია და დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიონ.

შეკვეთილში მდებარე სასტუმროს ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და სასტუმროების ქსელის: Marriott International - ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. აღნიშნული კომპანია, არა მხოლოდ Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს უწევს ოპერირებას, არამედ მას უფლება აქვს მართოს მარიოტის საერთაშორისო ქსელში არსებული 21 ბრენდი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

შეგახსენებთ, რომ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა კი 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა