logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: თუ ბიძინა ივანიშვილს დავალება ჰქონდა „მიცემული“, როგორ მოხდა, რომ სხდომაზე სამი ბანკირი გამოცხადდა?
არჩილ თალაკვაძე: თუ ბიძინა ივანიშვილს დავალება ჰქონდა „მიცემული“, როგორ მოხდა, რომ სხდომაზე სამი ბანკირი გამოცხადდა?
16:00 27.02.2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე არალოგიკურს უწოდებს ოპოზიციის

ბრალდებას იმის თაობაზე, თითქოს უმრავლესობას დავალებული ჰქონდა, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ ჩატარებულიყო და სხდომის ჩატარება ბიძინა ივანიშვილს არ სურდა.

„თუ ბიძინა ივანიშვილს ასეთი დავალება ჰქონდა „მიცემული“, რაც ოპოზიციის სრულიად უსაფუძვლო ვარაუდია, როგორ მოხდა ის, რომ სხდომაზე გამოცხადდა სამი ბანკირი - ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და „თიბისი“ ბანკის ყოფილი წარმომადგენელები და ახლანდელი აქციონერები. თუ განხილვა არ უნდა შემდგარიყო, თუ კომიტეტზე ეროვნული ბანკი არ უნდა ყოფილიყო, რანაირად მოხდა რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოვიდა სხდომაზე“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, კომიტეტის უმრავლესობა არის „ქართული ოცნება“, თავმჯდომარე „ქართული ოცნების წარმომადგენელია და კომიტეტის სხდომაზე ამ ადამიანების მოწვევა პროცედულად „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო. მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც ამ ფაქტის შემდეგ სერგი კაპანაძე ამბობს, რომ დავალება ჰქონდათ მიღებული, კომიტეტი არ ჩატარებულიყო და განხილვა არ შემდგარიყო.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უპასუხებდა ყველა შეკითხვას, ასევე დაასახელა ასეთი ფორმატის რისკები და საერთაშორისო და ადგილობრივ პრაქტიკასთან შეუსაბამობა, მაგრამ რაც მერე ვნახეთ, ოპოზიციის ისტერია, მათი ქცევა, ვნახეთ თუ როგორი ინტერვეციები ჰქონდათ და რა რეპლიკებს ისროდენ ამ სხდომაზე, პრაქტიკულად მათ ეს სხდომა არიეს, გამოიყვანეს ყოველგვარი საქმიანი ფორმატიდან და რეალურად ამ სამ ბანკირს, არ მიეცათ საშუალება რომ თავისი პოზიციები გამოეხატათ. ამ ქალბატონებმა და ბატონებმა მოახერხეს ის რომ ჩვენი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი, რომან კაკულიაც გამოიყვანეს მდგომარეობიდან და მას პრაქტიკულად არ მისცეს კომიტეტის სხდომის ჩატარების საშუალება, ისე როგორც ეს იყო თავიდან დაგეგმილი” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევა ახალი რეგლამენტით მოხდა.

„ ეს არის ზუსტად ახალი რეგლამენტი რომელიც საშუალებას აძლევს ყველა პოლიტიკურ ჯგუფს რომ კომიტეტის ფორმატში მოიწვიოს თანამდებობის პირი, დღეს ამბობდნენ,რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა საპარლამენტო ზედამხედველობაზე, რეგლამენტი ფეხქვეშ გათელა და პარლამენტის როლი დააკნინა. ამას ამბობს ხალხი, რომლებიც ერთი კვირის წინ ამავე რეგლამენტის ფარგლებში მოწვეულ მინისტრებს უსვამდნენ ყველაზე მწავავე შეკითხვებს ძალიან კარგად იყენებდნენ იმ შესაძლებლობებს ,რაც არის მინიჭებული რეგლამენტით” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა