საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საერთაშორისო
სარეიტინგო სააგენტოს Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება დადებითად შეაფასა. კომპანიამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
"ჩვენ მივულოცეთ თქვენს ხელისუფლებას ბოლო დროს გამოქვეყნებული რეიტინგის შედეგები, რომლებიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის მართლზომიერებისა და საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა," - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საქართველოს მთავრობის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ. ფონდის მისია საქართველოში 1-კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

















