logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარშალის ფონდის მკვლვეარი: Fitch-ის რეიტინგის ზრდა მიუთითებს რომ საქართველო არის სტაბილურობის კუნძული
მარშალის ფონდის მკვლვეარი: Fitch-ის რეიტინგის ზრდა მიუთითებს რომ საქართველო არის სტაბილურობის კუნძული
10:20 26.02.2019
“მიუხედავად რეგიონალური გამოწვევებისა, საქართველო არის კუნძული სტაბილურობის და ეკონომიკური წინსვლის” -აცხადებს მარშალის სახელობის ფონდის წარმომადგენელი ჯონათან კაცი.

„Fitch-ის რეიტინგები მნიშვნელოვანია, ვფიქრობ ის ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის ძალისხმევას გააძლიერონ ეკონომიკა, აგრეთვე ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად რეგიონალური გამოწვევებისა და ასევე იმ გამოწვევების, რაც მოდის ჩრდილოეთიდან, რუსეთის მხრიდან, მათ შორის რაც ასევე უკავშირდება რუსეთზე დაწესებულ სანქციებს, აგრეთვე თურქეთში არსებული ეკონომიკური სიძნელეები, ამ ყველაფრის ფონზე საქართველო არის კუნძული სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის და ვფიქრობ Fitch-ის რეიტინგის ზრდა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს გახლავთ სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად რეგიონალური გამოწვევებისა საქართველო არის კარგი ადგილი ინვესტიციებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკული ბიზნესისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინვესტიციები განახორციელოს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ეს რეიტინგი სწორედ ხაზს უსვამს არსებულ სტაბილურ გარემოს. „-აცხადებს მარშალის ფონდის წარმომადგენელი.
ჯონათან კაცის განმარტავს, რომ საქართველოს ბოლო წლებში აქვს მაღალი ბიზნეს ინდექსები, რაც აუმჯობესებს მის იმიჯს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან მიმართებაში აღნიშნული რეიტინგი ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ მიდის საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე.

„საქართველოს ბოლო წლებში აქვს მაღალი ბიზნეს ინდექსები, რაც აუმჯობესებს მის იმიჯს, როგორც ინვესტორებში და ეს გულისხმობს როგორც საერთაშორისო ბანკებს, აგრეთვე კერძო სექტორიდან ინვესტორებს. ამერიკისთვის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში აღნიშნული რეიტინგი ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ მიდის საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და ვფიქრობ რომ რეიტინგში ზრდა გავლენას იქონიებს მთავრობის წარმომადგენლებზე აშშ-ში, ასევე საქართველოს ხელს შეუწყობს წინ წაიწიოს ამერიკასთან ეკონომიკური პარტნიორობის პროცესში. შესაბამისად ვფიქრობ რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველო-ამერიკის სავაჭრო თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის“ - განაცხადა ჯონათან კაცმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა