logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიკოლოზ გაგუა: მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ხაზს უსვამს ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას
ნიკოლოზ გაგუა: მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ხაზს უსვამს ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას
19:50 25.02.2019
მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ხაზს უსვამს ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას.


როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რეიტინგების მუდმივად გაუმჯობესების ტრენდი ნათლად აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია და ამ წლებში მიღწეულ პროგრესს აღიარებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და სარეიტინგო კომპანიები, რომელთა შეფასებებს გავლენა აქვთ ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე.


„სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის სამწლიანი პროგრამა პოზიტიურად მიმდინარეობს და ჩვენ წარმატებით ვასრულებთ პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებსა და ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს. სარეიტინგო კომპანიის მიერ აღნიშნულია ბიუჯეტის დეფიციტის დაღმავალი ტენდენცია. როგორც ცნობილია, 2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 2.6%-იან დეფიციტზე და მომდევნო წლებში, დეფიციტი შენარჩუნებულია მშპ-ს 2.5%-ის ფარგლებში,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, ფისკალური კონსოლიდაცია, ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე, ქმნის მყარ საფუძველს, სარეიტინგო კომპანიის შემდგომ პოზიტიურ შეფასებაზე.


შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა