logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: კომპლექსური პროგრამა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის სამ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება
გიორგი ქობულია: კომპლექსური პროგრამა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის სამ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება
19:40 25.02.2019
„ღია დიალოგი ბიზნესთან“ - ეს არის ძალიან სასარგებლო პლატფორმა, სადაც გულახდილად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ბიზნესს მიაჩნია მნიშვნელოვნად და ასეთი საკითხების სწრაფად გადასაჭრელად ესაჭიროება მთავრობის მხარდაჭერა“ - ეს განცხადება გიორგი ქობულიამ ბიზნესფორუმზე გააკეთა, რომელშიც საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მოწვეული მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტს სახელწოდებით „ღია დიალოგი“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

გიორგი ქობულიამ კერძო სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კომპლექსური პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. პროგრამა მოიცავს სამ მნიშვნელოვან მიმართულებას, ესენია: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ბიზნესისთვის, პროფესიული განათლება და სახელმწიფო ქონების მიზნობრივი გასხვისება. მინისტრის შეფასებით, სამივე მიმართულება ძალიან დიდ როლს შეასრულებს როგორც ბიზნესის წახალისების, ისე სამეწარმეო და ბიზნესკულტურის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში.
„თქვენ იცით, რომ დღეს ბიზნესის ფინანსებზე წვდომა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რისთვისაც მთავრობას აქვს როგორც საგრანტო, ასევე პროცენტების დაფინანსების პროგრამები. მათ აპრილიდან დაემატება მესამე მიმართულება - ეს არის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მთავრობის თავდებით, როდესაც კომპანიებს არ გააჩნიათ კრედიტის უზრუნველყოფისთვის საკმარისი რესურსი. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრეინინგცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, R&D, სასტუმროების სექტორი და ასე შემდეგ“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მეორე მიმართულება, რაზეც მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრა, არის პროფესიული გადამზადების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ.

„უკვე იქმნება ინფრასტრუქტურა, რომ წელიწადში დაახლოებით 50 000 ადამიანის გადამზადება განვახორციელოთ და თქვენ გქონდეთ თქვენს საწარმოებში მეტი პროფესიული კადრის მოზიდვისა და დასაქმების შესაძლებლობა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ ასევე დეტალურად განმარტა კომპლექსური პროგრამის მესამე კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მიზნობრივ გასხვისებას გულისხმობს. „სახელმწიფოს აქვს დიდი რაოდენობით უძრავი ქონება და ის უნდა ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში. ამისთვის ჩვენ ვქმნით მთელ რიგ მექანიზმებს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუროკრატია და ბიზნესისთვის საინტერესო ქონების საკითხების გადაწყვეტა მოხდეს სწრაფად. შედეგი, რაც აქედან უნდა მივიღოთ, არ არის მხოლოდ ბიუჯეტის შევსება, ჩვენ გვსურს, რომ ქონება ჩართული იყოს ეკონომიკურ საქმიანობაში“ - განაცხადა ქობულიამ.

ფორუმზე, რომელსაც 200-მდე მეწარმე ესწრებოდა, დიალოგის ფორმატში განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და იმსჯელეს ბიზნესის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე. მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ, მთავრობის წარმომადგენლებისთვის უშუალო დიალოგის ფორმატში მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალურ კითხვებსა და მთავრობის გეგმებზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა