logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი რეგიონულ ბიზნესფორუმზე „ღია დიალოგი“ სიტყვით გამოვიდა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი რეგიონულ ბიზნესფორუმზე „ღია დიალოგი“ სიტყვით გამოვიდა
18:21 25.02.2019
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიის პროექტის მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმი - „ღია დიალოგი“ გაიმართა.

ფორუმს 200-მდე მეწარმე დაესწრო. მათ მიეცათ საშუალება, საჯარო/კერძო დიალოგის ფორმატში, ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებისათვის, მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქმიანობის პროცესში ექმნებათ.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, პრეზენტაციებით შემდეგი სამთავრობო უწყებები წარდგნენ: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქონების ეროვნული სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტო.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ფორუმზე უმნიშვნელოვანეს მოვლენად დაასახელა სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ ნიშნულამდე გაუმჯობესება. „საკრედიტო რეიტინგი, ფაქტობრივად, ყველა განზომილებაში უყურებს ეკონომიკის სიძლიერეს, მდგრადობას, მმართველობის ხარისხს და აჩვენებს, თუ რამდენად სტაბილური და გადახდისუნარიანია ეკონომიკა. რეიტინგების მუდმივად გაუმჯობესების ტრენდი, რაც ბოლო წლებში ვაჩვენეთ მიუთითებს იმაზე, რომ სწორი გზით ვვითარდებით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მიუხედავად გლობალური თუ რეგიონული ეკონომიკური ზრდის შენელებისა, რომელიც 2018 წლის მეორე ნახევრიდან შეინიშნება, საქართველოში მაინც, 4.8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ინვესტიციები იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. „მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ჩვენ ვინარჩუნებთ დაბალ ინფლაციასა და სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ასევე, ივანე მაჭავარიანმა, ყურადღება გაამახვილა ახლახან ამოქმედებულ ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) დაბრუნების ავტომატურ მექანიზმზე. ამ მხრივ, წინა წლის შედეგები შთამბეჭდავია, როდესაც 500 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაბრუნდა. ეს მონაცემი თითქმის 2,5-ჯერ მეტია, ვიდრე 2017 წლის შედეგები, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით, წლევანდელი მოვლენა წარმოადგენს რევოლუციურ გარღვევას. „ავტომატურმა დაბრუნების სისტემამ ძირეულად შეცვალა დღგ-ს ზედმეტობის შინაარსი. ის უკვე წარმოადგენს არა უბრალოდ ზედმეტად გადახდილ გადასახადს, არამედ საკუთარ ანგარიშს შემოსავლების სამსახურში. ნებისმიერ დროს შესაძლებელია გადაწყვიტო, გქონდეს თანხა საკუთარ „დეპოზიტზე“ შემოსავლებში, თუ დაიბრუნო დამატებით ინვესტიციის განსახორციელებლად“, - განმარტა ივანე მაჭავარიანმა.

ღონისძიებაზე, ფინანსთა მინისტრი შეეხო პირველი იანვრიდან ამოქმედებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას, რომელიც წარმოადგენს პირველ და უდიდეს ნაბიჯს საპენსიო სისტემის რეფორმირების მიმართულებით. ივანე მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო გამოცდილების ყველა კვლევა არის უპირობო დასტური იმისა, რომ რეფორმა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უმნიშვნელოვანეს წყაროს.

ფორუმზე ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა სპეციალურ საგადასახადო რეჟიმს მულტინაციონალური კომპანიებისათვის, გადაწყვეტილებას საგადასახადო ჯარიმების ლიბერალიზაციის შესახებ და მცირე ბიზნესისათვის შექმნილ ახალ საგადასახადო რეჟიმს, რომლის მიხედვითაც ისინი ბრუნვის მხოლოდ 1%-იან გადასახადს იხდიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა