logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციის გასაღებია
ივანე მაჭავარიანი: Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციის გასაღებია
18:06 25.02.2019

“უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, Fitch-მა გაგვიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი. სულ ორი ნაბიჯი

გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს და ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას აფასებენ”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილების შეფასებისას.

”ეს არის გასაღები ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციისა. რეიტინგში წინსვლა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვაზე - სიღარიბის დაძლევაზე”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგში.

„ეს არის იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი, რაც ჩვენ ბიზნესისთვის მეგობრული ბიზნესგარემოს შექმნის მიმართულებით გადავდგით; ახალი საგადასახადო რეჟიმი მცირე ბიზნესისთვის, საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული ცვლილებები, დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სისტემის გამარტივება, მოგების გადასახადის რეფორმა, საგადასახადო და საბაჟო პროცედურების გამარტივება. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ გასულ წლებში საკმაოდ სერიოზული ინიციატივები განვახორციელეთ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, მინიმალური საგადასახადო განაკვეთით საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულშია, რაც აძლიერებს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების დაინტერესებას.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა