logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
2017 წლიდან მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში 259 საჯარო სკოლაა ჩართული
2017 წლიდან მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში 259 საჯარო სკოლაა ჩართული
17:49 25.02.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა, სადაც პროგრამაში ჩართულ პროფესიული კოლეჯების, უნივერსიტეტების, საჯარო სკოლების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ პროგრამაში არსებულ გამოწვევებსა და პროგრამის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში, შეფასებისა და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ჩართულ მხარეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა 2017 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მასში დღემდე საქართველოს ყველა რეგიონის 42 მუნიციპალიტეტიდან 259 საჯარო სკოლაა ჩართული. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი ძალები 43 სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯონ. 2018 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით, პროგრამა 6.000-ზე მეტმა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლემ გაიარა. სამინისტროს ცნობით, 2019 წელს კვლავ დაგეგმილია პროგრამის მასშტაბების ზრდა, ამავე წლიდან ამოქმედდება პროფესიული უნარების განვითარების სასერტიფიკატო პროგრამა, რომლის ბენეფიციარებიც საჯარო სკოლების მე-10-12 კლასის მოსწავლეები იქნებიან.

„მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებს ადრეულ ასაკში ჰქონდეთ განვითარებული შრომითი უნარები და უფრო კარგად იცოდნენ თუ რა შესაძლებლობები არსებობს პროფესიული განათლების მიმართულებით ქვეყანაში. მოგეხსენებათ, საპილოტე რეჟიმში უკვე დავიწყეთ საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების ინტეგრაციის პილოტირება და მომავალში სრულ ინტეგრაციას ვაპირებთ, რაც უფრო მეტ ახალგაზრდას მოიზიდავს პროფესიულ განათლებაში. 200-ზე მეტი სკოლა უკვე ტექნიკურად არის აღჭურვილი იმისთვის, რომ პროფესიული კურსები ხორციელდებოდეს სკოლის ბაზაზე. მომავალში განათლების რეფორმის ჭრილში მოვიაზრებთ იმასაც, რომ სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობით ამოქმედდეს გადამზადების კურსები და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა შეძლონ სერტიფიკატების მიღება. ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ უფრო მეტად იყვნენ მომზადებულნი მომავალი პროფესიის არჩევისას“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა