logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ალექსანდრე ხვთისიაშვილი: Fitch-ის რეიტინგში წინსვლა ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის პოზიციას
ალექსანდრე ხვთისიაშვილი: Fitch-ის რეიტინგში წინსვლა ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის პოზიციას
16:20 25.02.2019
„Fitch-ის რეიტინგში წინსვლა ამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის და გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყნის პოზიციას. საქართველო ხდება რეგიონით დაინტერესებული ქვეყნებისთვის და ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დასაყრდენი და პარტნიორი“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი FitchRatings-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას აცხადებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეიტინგის გაუმჯობესება ხაზს უსვამს მიმდინარე რეფორმების წარმატებას და ქვეყნის დივერსიფიცირებული განვითარების მოდელის სისწორეს, ამყარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველოს გამორჩეულ როლს, რაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარების კიდევ ერთი გარანტია.

„ჩვენთვის, როგორც ეკონომიკური დიპლომატიის განმახორციელებელი უწყებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი გავლენიანი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების სისწორის აღიარება, მიღწეული შედეგების შეფასება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიური პროგნოზის გამოცხადება. აღნიშნული წარმატება უფრო მეტი, სხვადასხვა სიდიდის და მნიშვნელობის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, ამაღლებს ქვეყნის მიმართ ნდობას, რაც ხელს უწყობს ახალი პარტნიორების წარმოჩენას და არსებულ პარტნიორებთან პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების კუთხით ახალ პერსპექტივებს აჩენს“ - აღნიშნავს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

23 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ FitchRatings გამოაქვეყნა რელიზი საქართველოსთვის სარეიტინგო მაჩვენებლის გაუმჯობესების შესახებ. საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გაუმჯობესდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა