logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქობულია: Fitch-ის რეიტინგის მომატება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველოს
ქობულია: Fitch-ის რეიტინგის მომატება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველოს
15:29 25.02.2019
„Fitch-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით - ეს არის ცნობილი საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო, რომლის შეფასებასაც უყურებენ მთელი საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. Fitch-ის რეიტინგის მომატება კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოება სულ უფრო პოზიტიურად უყურებს საქართველო“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო კომპანია Fitch-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის კომენტირებისას.

გიორგი ქობულიას განცხადებით, მაღალი რეიტინგი საქართველოსთვის ნიშნავს, რომ ინვესტორებს უფრო გაუმყარდებათ რწმენა, საქართველოში შემოვიდნენ და ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები განახორციელონ.

ამასთან, მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ უყურებენ ამ რეიტინგს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

„უფრო მაღალი რეიტინგი ნიშნავს უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს, როცა ჩვენ ვალს ვიღებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ ეს დაბალი საპროცენტო განაკვეთი ასევე აისახება ქვეყნის შიგნით საპროცენტო განაკვეთებზე და რეალურად აიაფებს კრედიტს საქართველოსთვის, ქართული კომპანიებისა და იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში შემოდიან“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ჯერ კიდევ შარშან, როცა კომპანიამ თავისი მოდელით დათვალა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი, ჩვენ უფრო მაღალი რეიტინგი - „BB პლუს“ გვეკუთვნოდა. „მაგრამ მათ გადაწყვიტეს, ჩვენთვის მოეცათ „BB მინუსი“ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს გარშემო, მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ ნეგატიური ფონია - ისინი არ იყვნენ დარწმუნებულნი, რამდენად შეძლებდა საქართველო მაკროსტაბილურობის შენარჩუნებას. მაგრამ დაინახეს ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული ნეგატიური გარემოსი, ჩვენ შევძელით ლარის კურსის შენარჩუნება, გავზარდეთ ჩვენი რეზერვები, უფრო შევამცირეთ სავაჭრო დეფიციტი“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, რეიტინგის მომატება ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა რამდენიმე მნიშვნელოვანმა რეფორმამ განაპირობა, მათ შორის ლარიზაციამ. „ასევე ძალიან პოზიტიურად იყო აღნიშნული საპენსიო რეფორმა, რომელიც მოგვცემს დანაზოგების გაზრდის საშუალებას“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა