logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: Fitch-ის რეიტინგი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის მნიშვნელოვანი გზავნილია
დავით ზალკალიანი: Fitch-ის რეიტინგი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის მნიშვნელოვანი გზავნილია
13:30 25.02.2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა Fitch- ის საერთაშორისო რეიტინგში

საქართველოს დაწინაურება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ქვეყნის მიმართ ნდობას გლობალურად ამაღლებს და პარტნიორებთან თვისობრივად სხვა ურთიერთობების გარანტიას წარმოადგენს.

„ეს დაწინაურება საერთაშორისო რეიტინგში ჩვენს საეთაშორისო პარტნიორებს აჩვენებს, რომ საქართველო არის თანმიმდევრული მის განვითარებაში. ეს აღიარება ჩვენ დაგვეხმარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკას გაძლიერებაში, შიდა კონსოლიდაციაში და მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისადმი, რომ საქართველოს პოლიტიკა, როგორც ეკონომიკური გაჯანსაღების ისე სამშვიდობო პოლიტიკის და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით არის უალტერნატივო და შეუქცევადი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დაწინაურება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორცილებული რეფორმების სისწორეს, მათი განხორციელების მიმართულებებს და შესრულების ეფექტიანობას.

„ეს არის უაღრესად დადებითი გზავნილი საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პირველ რიგში აღიარება იმ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და თავად ის ფაქტი, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დაწინაურდა ამ საერთაშორისო რეიტინგში მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრული ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებაში. საქართველო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აჩვენებს მდგრადობას იმ საგარეო შოკებზე, რომელიც მომდინარეობს ეკონომიკური სიტუაციიდან. ჩვენ გვაქვს უაღრესად პოზიტიური დინამიკა ეკონომიკური განვითარების კუთხით“ - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ეს წარმატება ხელს შეუწყობს ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას და მეტი შედეგების მიღწევას, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება.

„ეს არის პირველ რიგში იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის მიმართული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის დასაძლევად, რაც გახლავთ სიღარიბე და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პრობლემის გამკლავებაში, ისე როგორც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. რაც პირველ რიგში აისახება ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ზრდაზე და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია როგორც ეკონომიკურ ზრდაზე ისე ეკონომიკის ინკლუზიორობაზე ანუ იმაზე რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, FitchRatings-ის მიხედვით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გაუმჯობესდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა.

მსგავსი წინსვლა აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოში მხოლოდ ორმა ქვეყანამ, - საქართველომ და უნგრეთმა შეძლო.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა