logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეშვეობით მიიღებს
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეშვეობით მიიღებს
10:33 21.02.2019
საქართველო მხარს უჭერს სამხრეთის გაზის კორიდორის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ბუნებრივ აირს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი აღნიშნული კორიდორის მეშვეობით მიიღებს. პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის და ამავე დროს, მას საგრძნობი მატერიალური სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. 2022 წლისთვის აღნიშნული მილსადენით ჩვენ დღევანდელზე დაახლოებით ორჯერ მეტი ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა გვექნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ 20 თებერვალს ბაქოში გამართულ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი არის რეგიონის სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური ერთობის გამოვლინება საერთო სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რომელიც კასპიის ნახშირწყალბადების მდიდარი მარაგების ევროპის ბაზრამდე მიტანას ემსახურება, მრჩეველთა საბჭოს სხდომა ოფიციალურად გახსნეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისარმა საბიუჯეტო და ადამიანის რესურსების საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა, რომელიც ამავე დროს „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მოქმედი თანათავმჯდომარეა.

პლენარულ სესიასა და დისკუსიაზე გამოსვლისას, რომელიც „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხებოდა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ნაზი გაუსვა კორიდორის მნიშვნელობას არა მხოლოდ ევროპის ბაზრისთვის ბუნებრივი აირის ალტერნატიული გზით მიწოდების, არამედ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შახ-დენიზის მეორე ფაზის დასრულება, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება გაზის მიწოდება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებზეც TANAP - ის (ტრანსანატოლიური) და TAP - ის (ტრანსადრიატიკული) გაზსადენები გადის. აღსანიშნავია, რომ ევროპამ აღნიშნული მარშრუტით პირველი გაზის 2020 წლისთვის უნდა მიიღოს.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ორმხრივი შეხვედრა „ბიპის“ რეგიონალურ პრეზიდენტ გარი ჯონსთან, ასევე მსხვილი აზერბაიჯანული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა