logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ბიზნესექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას
ლევან დავითაშვილი: ბიზნესექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას
11:39 20.02.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე, დაგეგმილი აქტივობები და ახალი რეგულაციები განიხილეს.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. სამინისტროს მანდატი ბევრ მიმართულებას მოიცავს, შესაბამისად, კითხვები რომლებიც ბიზნესს აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ახალი ეტიკეტირების წესი, რომელიც სურსათთან დაკავშირებით მომხმარებლის მაქსიმალურად ინფორმირებას გულისხმობს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე გამახვილდა, რაც პლასტიკის პარკების აკრძალვას ეხება. მონაწილეებმა სურსათის ეტიკეტირების წესთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციაზეც იმსჯელეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრასა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის შედეგები, რომლებიც გასულ წელს დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროექტებთან მიმართებაში. ასევე, აქტუალური იყო ის საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებიც სავალდებულო ხდება. ინფორმაცია მოვისმინეთ იმ ახალი ინიციატივებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც სამინისტროს აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიოწარმოების ხელშეწყობა, რაც აქტუალურია მთელ მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში კონკრეტული პროგრამა შემუშავდა აღნიშნული მიმართულებით“ - განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა მელაძემ.

შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის პროგრამის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენელების შეკითხვებს უპასუხა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა