logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში სკოლების დირექტორები ჩაერთნენ
განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში სკოლების დირექტორები ჩაერთნენ
10:30 20.02.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, განათლების რეფორმის განხორციელების გეგმებზე დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრებს განაგრძობს.განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ მათ რეფორმის მიმდინარეობის პროცესი გააცნო და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ადმინისტრაციის როლის გაძლიერება, მოსწავლეთა დასწრების აუცილებლობა, მშობელთა ჩართულობა და გამოცდების გაუქმების ფონზე, მოსწავლეთა შეფასების სისტემის დახვეწა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც სკოლის დირექტორებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს და ისაუბრეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლები წლების განმავლობაში. მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა უსაფრთხო სკოლის აუცილებლობაზე, მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდასა და მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების აუცილებლობაზე.

„სკოლების დირექტორებთან განვიხილეთ ყველა დეტალი, რაც თან სდევს რეფორმის განხორციელების პროცესს. მათ ღიად და გახსნილად ისაუბრეს სკოლებში წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე. ასეთი შეხვედრები მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, რადგან ჩვენ მხოლოდ მსგავსი კონსულტაციების საფუძველზე დავგეგმავთ იმ ცვლილებებს, რაც განათლების რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე განხორციელდება“ - განაცხადა ირინა აბულაძემ.

მინისტრის მოადგილის მხრიდან სკოლებს მიეცათ რეკომენდაცია, მუდმივ კოორდინაციაში იყვნენ მშობლებთან და დროულად მიაწოდონ ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით.

ანალოგიური შეხვედრები, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა