logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: „აწარმოე საქართველოში“ არის წარმატებული პროგრამა, რომელსაც ბიზნესის და მეწარმეობის პოპულარიზაციის კუთხით პოზიტიური ეფექტი აქვს
გიორგი ქობულია: „აწარმოე საქართველოში“ არის წარმატებული პროგრამა, რომელსაც ბიზნესის და მეწარმეობის პოპულარიზაციის კუთხით პოზიტიური ეფექტი აქვს
16:12 19.02.2019
„კომპანიების საქმიანობა, რომლებმაც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიიღეს დაფინანსება, უმეტესწილად წარმატებულია და მთლიანობაში, საბიუჯეტო გადასახადების ჩათვლით, მათ საქართველოს ეკონომიკაში მხოლოდ პოზიტიური წვლილი შეიტანეს. ამიტომ, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ეს არის წარმატებული პროგრამა, რომელსაც, პირდაპირი ეფექტის გარდა, ასევე ძალიან დიდი არაპირდაპირი ეფექტი აქვს, საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეობის პოპულარიზაციის კუთხით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც კომპანია „ბიდიომ“ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების ეფექტიანობის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კვლევა ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით განხორციელდა.


როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კვლევის პროცესისთვის შეირჩა 100 ისეთი ბენეფიციარი, რომელთა პროგრამაში ჩართვიდან მინიმუმ 2 წელია გასული და შესაბამისად, მათი შესწავლით, შესაძლებელი იყო თავად ამ ბენეფიციარების საქმიანობის შედეგების და პროგრამის ეფექტიანობის შეფასება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული 100 კომპანიიდან კვლევაში ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო 85-მა საწარმომ, რომელთაგან 30 სტარტაპია, ხოლო 55 - არსებული საწარმო, რომლებიც პროგრამის დახმარებით გადაიარაღდნენ და გაფართოვდნენ.

„მსურს აღვნიშნო, რომ ამ კომპანიების დაფინანსებაზე დაიხარჯა 17,6 მილიონი ლარი, მაგრამ მათ მხოლოდ გადასახადების სახით ბიუჯეტში 40 მილიონზე მეტი შეიტანეს. ეს არის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია, რომ საქართველოში დანერგოს და კიდევ უფრო განავითაროს მეწარმეობის კულტურა, განსაკუთრებით რეგიონებში. ეს არ არის პროექტი, რომელიც მხოლოდ ასუბსიდირებს ეკონომიკას - ეს არის წამახალისებელი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვატარებთ ასევე ძალიან ბევრ ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს ვასწავლეთ ბიზნესგეგმის დაწერა და ა.შ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როგორც ვთქვი, პროგრამას აქვს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ეფექტი ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

რაც შეეხება ჩატარებულ კვლევას, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ინდიკატორები:

- ბენეფიციარების მიერ შექმნილი მშპ - 2014-2018 წლებში ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შეიქმნა 164 მილიონ ლარზე მეტი მშპ, სადაც 54% შექმნილია არსებული საწარმოების გაფართოების, ხოლო 46% - სტარტაპების მიერ.
- ბენეფიციარების მიერ მიღებული შემოსავლები - კვლევაში მონაწილე 85 ბენეფიციარის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 2014-2018 წლებში 390 მილიონი ლარია.
- ინვესტიციები - პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ, 2014-2018 წლებში, მიღებული სესხების, სხვა სესხებისა და კაპიტალში შენატანების წილი, შესაბამისი პერიოდის ქვეყნის მთლიან შიდა ინვესტიციებთან მიმართებით, შეადგენს დაახლოებით 0.38%-ს, რაც 247 მლნ ლარზე მეტია.
- პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობა - პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების ჩართვის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობის წმინდა ზრდამ 3,033, ბენეფიციარების მიერ მათთვის გადახდილმა მთლიანმა სახელფასო ფონდმა კი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 25.6 მლნ. ლარი შეადგინა.

- ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები - პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები აჭარბებს 42.5 მლნ ლარს, 2014-2017 წლების პერიოდისთვის და ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების 0.13%-ს შეადგენს.

- ექსპორტი - 2013-2018* წლებში, აღნიშნული ბენეფიციარების საექსპორტო გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 311 მლნ ლარი შეადგინა.

- კონკურენტუნარიანობა - პროგრამის დახმარებით, ბენეფიციარებმა გააუმჯობესეს წარმოების მასშტაბები, ხარისხი, წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება და ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა