logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულთა რაოდენობას პირველად გადააჭარბა
ეკატერინე მიქაბაძე: 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულთა რაოდენობას პირველად გადააჭარბა
14:12 19.02.2019
„2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა , რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, 2018 წელს პირველად დაფიქსირდა, როცა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას და მისმა წილმა მთლიან დასაქმებაში 50.8 პროცენტი შეადგინა, რაც, მიქაბაძის შეფასებით, ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდაზე მიუთითებს.

„უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია სტაბილურმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში ფიქსირდება რეგიონში არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ფონზე. მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობის დონემ ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ის შემცირდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მამაკაცებში უმუშევრობის დონე შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 13.9% შეადგინა, ხოლო ქალებში - 1.5 პროცენტული პუნქტით და 11.2 პროცენტი შეადგინა. ზოგადად, 2018 წელს უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 30.7 ათასით და 245.7 ათასი შეადგინა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 12.4 ათასით და 1694.2 ათასი შეადგინა.

„დასაქმებულთა რაოდენობის მცირედი შემცირება განპირობებულია თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა კი მნიშვნელოვნად - 35.9 ათასით არის გაზრდილი და 860.2 ათასს შეადგენს. თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 48.2 ათასით და 833.4 ათასი შეადგინა“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა