logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს, რასაც, ყველამ ვნახეთ, რომ შედეგი არ მოაქვს
მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს, რასაც, ყველამ ვნახეთ, რომ შედეგი არ მოაქვს
16:18 18.02.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების დეტალები გააცნო.

კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის წევრებთან ერთად, სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, ერთობლივად განიხილეს რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, უსაფრთხო სკოლა, გამოცდების ახალი მოდელი, განათლების ხარისხის განვითარება და ა.შ.

მინისტრის თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ სისტემაში ფრაგმენტულ ცვლილებებს შედეგი არ მოაქვს, შესაბამისად, აუცილებელია სისტემის სრული ტრანსფორმაცია, რაც განათლების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს:

„ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს, რასაც, ყველამ ვნახეთ, რომ შედეგი არ მოაქვს. ჩვენი მიზანი არ არის პოპულისტური გადაწყვეტილებები, ჩვენი მიზანია ერთიანი სისტემის ისეთი ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი შვილების და ქვეყნის წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს. ეს ძალიან რთული პროცესია, საჭიროებს ბევრ მსჯელობას, განხილვას, მაგრამ უალტერნატივოა და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. ამ პროცესში ყველა სეგმენტის ჩართულობა, ყველა კრიტიკული აზრის და რჩევის მოსმენა აუცილებელი და გასათვალისწინებელია“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ რეფორმის განხორციელდების პროცესში ყველა მხარის აქტიური მონაწილეობა, შედეგებზე სწრაფად და პოზიტიურად აისახება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა