logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა
გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა
15:57 18.02.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს , ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და ეკატერინე მიქაბაძე.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროპის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო პორტფელზე საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ახალი პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა შორისაა, თანამშრომლობა ენერგოეფექტურობის დანერგვისა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიმართულებით. გიორგი ქობულიას განცხადებით, ბანკი ქართულ კომპანიებს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს, რათა საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება განხორციელდეს და ამის შედეგად, წარმოება ენერგოეფექტური გახდეს.

„კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ბანკი ხელს შეუწყობს მსხვილი ევროპული კომპანიების შემოყვანის პროცესს საქართველოში, რაც ჩვენ დაგვეხმარება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის რეალიზებაში, არამედ ასეთ საწარმოებთან მოსალოდნელია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო მეტად განვითარება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბოლო ათი წლის მანძილზე თითქმის 200 მილიონი ევროს მხარდაჭერის პროგრამები განახორციელა საქართველოში. ჩვენ, ადგილობრივი ბანკების მეშვეობით, ადგილობრივ საწარმოებზე გავცემთ სესხებს და ასეთ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამასთან, ყურადღებას, პირველ რიგში, ისეთ კომპანიებზე გავამახვილებთ, რომლებიც საქმიანობენ შემდეგ სექტორებში, როგორც ენერგოეფექტურობა, სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგიები,” - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიხცე-პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ასევე გამახვილდა ყურადღება უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაზე. „დავპირდით მინისტრს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი შეეცდება, დაეხმაროს თქვენს ქვეყანას ინვესტორების მოძიებაში, ასევე, უზრუნველყოს ასეთი ინვესტიციების მხარდაჭერა,“ - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა