logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: იმერეთის რეგიონს ეკონომიკური განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს
გიორგი ქობულია: იმერეთის რეგიონს ეკონომიკური განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს
18:10 15.02.2019
„წარმოება, ტურიზმი, ბიზნესსერვისების აუთსორსინგი და კვების მრეწველობა - ეს არის დარგები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ იმერეთის რეგიონის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებად“ - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში ადგილობრივ მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართული შეხვედრისას განაცხადა.

„იმერეთის რეგიონისთვის გამოვყოფდი რამდენიმე ეკონომიკურ მიმართულებას - პირველ რიგში, ეს არის წარმოება, რომლის კარგ მაგალითად შემიძლია დავასახელო ტექსტილის საწარმო „ემჯიემტექსი“, სადაც დღეს ვიმყოფებოდი. ასეთი საწარმოების გახსნა კიდევ იგეგმება, არიან დაინტერესებული ინვესტორები და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან პერსპექტიული მიმართულება, რადგან ასეთი ტიპის წარმოებები გვეხმარება, გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პროდუქცია და ქვეყანაში უფრო მეტი ვალუტა მოვიზიდოთ“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მეორე მიმართულება, რომელზეც მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იყო ე.წ. ბიზნესპროცესების აუთსორსინგი. „მაგალითად, ეს არის ქოლცენტრები, რომლებსაც უცხოური კომპანიები საქართველოში აფუძნებენ. ქუთაისში განსაკუთრებით განვითარდა ეს მიმართულება - რამდენიმე გერმანულმა კომპანიამ გახსნა ასეთი ქოლცენტრები, სადაც ჩვენი მოქალაქეები ემსახურებიან სხვადასხვა კომპანიებს საქართველოს საზღვრებს გარეთ. ასეთ ქოლცენტრებზე მოთხოვნა იზრდება, უკვე არის ამ ბიზნესით დაინტერესებული რამდენიმე ინვესტორი და ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან პერსპექტიული მიმართულება“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ასეთივე ტიპის ე.წ. ბიზნესსერვისების აუთსორსინგზე მეტყველებს ქუთაისის თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ინვესტორებმა უკვე გამოხატეს დაინტერესება, რომ განავითარონ მომსახურების საექსპორტო სერვისები (მაგალითად, საექსპორტო იურიდიული მომსახურება, სადაც უცხოური კომპანიები ისარგებლებენ იმ სერვისებით, როგორებიცაა დღეს საქართველოში მოქმედ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში).

„ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იმერეთისთვის, მათ შორის, წყალტუბოსთვის, არის აგრეთვე ტურიზმი, სადაც ვგეგმავთ აქტიურად მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტორები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა. მაგალითად, დღეს გავეცანი ორგანული მწვანილის საწარმოო პროცესს, რომლის ექსპორტიც ხორციელდება ევროპის ქვეყნებში. მწვანილის ექსპორტი არის ძალიან მაღალმომგებიანი ბიზნესი, მაღალი მარჟით და ეს მიმართულება შეიძლება საკმაოდ დიდი ბიზნესის სფერო გახდეს იმერეთის რეგიონისთვის, ამაში ძალიან დაგვეხმარება ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალი, სადაც, ვიმედოვნებთ, გვექნება, საჰაერო-სატვირთო გადაზიდვების საშუალებაც“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმერეთში ვიზიტით იმყოფება. გიორგი ქობულიამ დაათვალიერა რამდენიმე ადგილობრივი საწარმო, მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ბიზნესფორუმში და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა