logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მაია ზავრაშვილი: წიაღის სექტორში ძირეული რეფორმა ხორციელდება
მაია ზავრაშვილი: წიაღის სექტორში ძირეული რეფორმა ხორციელდება
15:53 15.02.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საჯარო დისკუსია გაიმართა, სადაც წიაღის სექტორის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია განიხილეს.

როგორც წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა აღნიშნა, მართვის სისტემური გაჯანსაღების მიზნით მიმდინარეობს ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან, რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება წიაღის სექტორის რეფორმა, რომლის პირველი ფაზის ფარგლებში საკონსულტაციო ჯგუფ ‘Adam Smith International’-ის მიერ შემუშავდა პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია. აღნიშნული საკონსულტაციო ჯგუფი მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში და მიმდინარეობს პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, აგრეთვე, საჯარო დისკუსიის გამართვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით“ - განაცხადა მაია ზავრაშვილმა.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე აქტიური დისკუსია გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებზე სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სექტორში არსებულ შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, რომელიც შემდგომში აისახება პოლიტიკისა და სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტში.


წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში განხორციელებული კონსულტაციების გათვალისწინებით, წიაღის სექტორის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა