logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება
გიორგი ქობულია: სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება
15:39 15.02.2019
„სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება“, - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელშიც 200-მდე ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობდა.

გიორგი ქობულიამ ფორუმზე რეგიონებში ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა, თავის გამოსვლაში მან ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით რამდენიმე მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის მეწარმეების მიერ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების წვდომაზე. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეიძლება მთავრობასთან უძრავი ქონების თვალსაზრისით თანამშრომლობა. გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ მის ბალანსზე საკმაოდ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება რაც შეიძლება სწრაფად ჩართოს სხვადასხვა სახის საქმიანობაში.

„საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, მთავრობას ბალანსზე საკმაოდ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება აქვს, მათ შორის იმერეთის რეგიონშიც - მიწის ნაკვეთები, ასევე შენობა-ნაგებობები და ა.შ. ჩვენ, მთავრობას გადაწყვეტილი გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად ჩავრთოთ ეს ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, მთავრობა მზადაა, რომ განიხილოს ნებისმიერი მეწარმის წინადადება, თუ რა სახით შეიძლება ამ ქონების მათთვის გადაცემა - იქნება ეს ფასიანი, თუ ინვესტიციის ვალდებულებით გადაცემა. „ჩვენ სხვადასხვა პროგრამები გვაქვს, რათა თქვენ, მეწარმეებმა ეს უძრავი ქონება საქმიანობაში გამოიყენოთ, იქნება ეს საწარმოები, მაღაზიები, თუ სასტუმროები და ა. შ. ამიტომ ყველა მზად იყავით, გაითვალისწინეთ, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, სახელმწიფო ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას ექნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა