logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია რეგიონულ ბიზნესფორუმზე: ადამიანებს, რომლებსაც სურთ მუშაობა,  უნდა დავეხმაროთ, მოძებნონ შესაფერისი სამუშაო
გიორგი ქობულია რეგიონულ ბიზნესფორუმზე: ადამიანებს, რომლებსაც სურთ მუშაობა, უნდა დავეხმაროთ, მოძებნონ შესაფერისი სამუშაო
14:53 15.02.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც მინისტრთან ერთად საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ვინსენტ რეი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმერეთის განახლებულ რეგიონულ ოფისში ჩატარდა, დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 200-მდე მეწარმე მონაწილეობდა. მათ საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ეკონომიკის მინისტრის ხედვები ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, DCFTA-ის მიმდინარეობის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ვრცლად ისაუბრა ექსპორტის წახალისების, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისა და პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე განხორციელდება.

„ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი დაბრკოლება არის ის, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი. ეს არ ეხება უმაღლეს განათლებას - ვსაუბრობთ საბაზისო პროფესიების ათვისებაზე. იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მუშაობა, უნდა დავეხმაროთ, მოძებნონ შესაფერისი სამუშაო და მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ტექნიკური და პროფესიული განათლება“ - აღნიშნა მინისტრმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც გიორგი ქობულიამ განმარტა, პრაქტიკულად უკვე შესრულების ფაზაშია ძალიან დიდი პროგრამა, სადაც სახელმწიფო უფასოდ გადაამზადებს პროფესიულ კადრებს.

„ასეთი საგანმანათლებლო კურსები და ტრენინგები დიდი რაოდენობით ჩატარდება საქართველოს რეგიონებში, მათ შორის იმერეთშიც და მოგიწოდებთ ყველას, მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ. ჩვენ გვსურს, რომ ხალხი მოვიზიდოთ, მივცეთ მათ პროფესიული განათლება და დავეხმაროთ სამუშაოს მოძიებაში. იმისთვის, რომ მივაღწიოთ ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს და შევქმნათ სამუშაო ადგილები, გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი და მთავრობას გვაქვს აღებული ვალდებულება, შევქმნათ ეს კვალიფიკაცია ჩვენს ქვეყანაში“ - განუცხადა მეწარმეებს გორგი ქობულიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ფორუმის თანაორგანიზატორებს, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტს „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) აკადემიას მადლობა გადაუხადა .

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა