logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით მომართვიანობა და გაცემული მოწმობების რაოდენობა იზრდება
საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით მომართვიანობა და გაცემული მოწმობების რაოდენობა იზრდება
13:22 15.02.2019
ავიასპეციალისტების მოწმობების, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობების აღიარებისა და სხვა თანმდევი მომსახურებების მიღების მიზნით , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მომართვიანობა და გაცემული დოკუმენტების რაოდენობა იზრდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის ფაქტი საშუალოდ 60%-ით გაიზარდა 2017 წელთან შედარებით. 2015 წელს მოწმობა 20, 2016 წელს - 48, 2017 წელს 89, ხოლო 2018 წელს 150 ადამიანზე გაიცა. სააგენტოს საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე წელს 193 მოწმობის გაცემაა მოსალოდნელი. საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობა გაიცემა მოყვარულ პილოტზე, კომერციულ პილოტზე, ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტზე, პლანერის პილოტზე, თავისუფალი აეროსტატის პილოტზე, აერნაოსანზე, ბორტინჟინერზე, ბორტრადისტსზე, ბორტგამყოლზე, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეზე, ავიადისპეტჩერზე და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტზე. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე მაღალი მოთხოვნა საფრენოსნო პერსონალის (ATPL/CPL) მოწმობის გაცემაზე ფიქსირდება, შემდეგ ბორტგამყოლის მოწმობა (Cabin Crew/Flight Attendant) მოდის, ხოლო საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის (ATCOL) და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის მოწმობის (AML) გაცემაზე მოთხოვნის სტატისტიკა 2017-2018 წლებში დაახლოებით ერთნაირია.

მკვეთრად არის გაზრდილი საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობებში საკვალიფიკაციო აღნიშვნებზე მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს მოწმობით მინიჭებული უფლებებს, განსაკუთრებული პირობებს და შეზღუდვებს. აღნიშნულ დინამიკას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს დროშის ქვეშ განსხვავებული ტიპის და მოდიფიკაციის საჰაერო ხომალდები რეგისტრირდებიან (Embraer, BELL, L-410 და ა.შ.), ასევე სპეციალისტები იუმჯობესებენ კვალიფიკაციას სხვადასხვა მიმართულებით.

2017-18 წლებში გაიზარდა სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობების აღიარების ფაქტები, რაც კვალიფიციურ საფრენოსნო-ტექნიკურ პერსონალზე მოთხოვნის არსებობას და ამავე დროს მათ დეფიციტურობაზე მიუთითებს. მიმდინარე წლის პროგნოზით, უცხო ქვეყნის მოწმობების აღიარების ფაქტები 266-დან 309 მდე გაიზრდება.

"სერტიფიცირებულ საფრენოსნო-ტექნიკურ პერსონალზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაამარტივა სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტების სამხედროდან სამოქალაქო ავიაციაში კონვერტაციის პროცესი. თოთხმეტიდან ექვსამდე შემცირდა სახელმწიფო ავიაციის ავიასპეციალისტებისათვის სამოქალაქო ავიაციის პილოტის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული გამოცდების რაოდენობა. ძალაში შევიდა დაჩქარებული მომსახურება კერძოდ, საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობების ზოგად (ერთ თვიან) ვადაში გაგრძელების მომსახურების საფასურს დაემატა მოწმობების ვადის დაჩქარებული წესით გაგრძელების მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს მოწმობის ვადის გაგრძელების მსურველ პირს, დაჩქარებულ ვადაში, მე-3 დღეს მოითხოვოს მოწმობის ვადის გაგრძელება"-აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა