საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის წევრებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე
ტურიზმის განვითარების 2019 წლის გეგმა გააცნო.
გიორგი ქობულიას ინფორმაციით, სექტორის განვითარებაზე მუშაობისას აქცენტი რამდენიმე მიმართულებით გაკეთდება, მათ შორის: ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც მოიცავს ტურისტული ობიექტების დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციის პროგრამას, სველი წერტილების მოწყობის პროგრამას, გასაჩერებელი ადგილების და გადმოსახედების მოწყობას.
მინისტრის თქმით, წელს ასევე მუშაობა ახალი ტურისტული ატრაქციების მოწყობის მიმართულებით იგეგმება. ასევე მოხდება საერთაშორისო ბაზრებზე აქტიური სარეკლამო კამპანიის ჩატარება, რაც საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ცნობადობას და პოპულარობას გაზრდის.

















