logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრი: უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული და ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული საზღვაო ფლოტი
ეკონომიკის მინისტრი: უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული და ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული საზღვაო ფლოტი
13:07 14.02.2019
„საქართველო მრავალი წლის საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყანაა. იმისთვის, რომ დღეს საქართველომ დაიბრუნოს ეს სტატუსი, საზღვაო ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა ინოვაციური ხედვების დანერგვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული და ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული საზღვაო ფლოტი“ - ეს განცხადება გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„საზღვაო სანაოსნო კომპანიის შექმნა სხვა ნებისმიერი კომერციული ერთეულის დაფუძნების მსგავსად ბაზრის კონიუნქტურის შესწავლას, დაფინანსების სწორი სქემის შემუშავებას და რისკ-ფაქტორების გამოვლენას გულისხმობს, რაც შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებასთან ასოცირდება. აქ მოიაზრება როგორც გადაზიდვათა საზღვაო ბაზრის (ბიზნესის კონკრეტული სექტორის სპეციფიკა), ისე თავად სანაოსნო კომპანიის დროის აღებულ მონაკვეთში შექმნის საჭიროება“ - აღნიშნა მინისტრმა
როგორც გიორგი ქობულიამ განაცხადა, ამ მიზნით უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელშიც ფლოტის შექმნის გარდა, მისი შემდგომი განახლება-გაფართოებაც მოიაზრება. „სტრატეგია დაეფუძნება ერთი მხრივ მარტივ, უკვე აპრობირებულ მეთოდიკას, მაგრამ ამავდროულად, ის გაითვალისწინებს ექსკლუზიურად ნოვატორულ, მხოლოდ ჩვენი რეგიონის ლოგისტიკურ უპირატესობებზე აქცენტირებულ მიდგომებს. აქ სტრატეგიული მნიშვნელობის ფაქტორს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და მისი გავლით ტვირთნაკადების მოზიდვაც განაპირობებს. ამ ეტაპისთვის საჭიროა საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფლოტის შემუშავების კონცეფცია“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე შეფასებით, საზღვაო ფლოტის შექმნისთანავე საქართველო გახდება საერთაშორისო საზღვაო ბიზნესის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გაამყარებს საქართველოს, როგორც საზღვაო ჰაბის ჩამოყალიბების ინიციატივას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა