logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრო
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრო
18:52 12.02.2019
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების: ილიაწმინდის, ქვემო და ზემო მაღაროს, ბოდბისა და ქვემო ბოდბის მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ დასახლებებში გამართულ სოფლის კრებებს, ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი სოლომონ პავლიაშვილი.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნენ და მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ.

სოფელ ქვემო მაღაროში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, გაკეთდება გარე განათება, „რკინიგზის“ უბანში შეკეთდება ჭაბურღილი და მოწესრიგდება საბავშვო ბაღის ეზო. ზემო მაღაროში მოიხრეშება სოფლის შიდა გზები და გაკეთდება გარე განათება.

ქვემო ბოდბეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოეწყობა ახალი სკვერი, შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორია და მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები. სოფელ ბოდბეში შემოიღობება სპორტული მოედანი, მოიხრეშება გზები და დამონტაჟდება გარე განათება.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ილიაწმინდაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუნებრივი წყლის სათავე ნაგებობას და მოეწყობა გარე განათება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2019 წლიდან აღდგა. პროგრამის მოცულობა 40 მლნ ლარია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა