logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის
ეკატერინე მიქაბაძე: საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის
16:17 12.02.2019

ევროპის პალატამ ყოველწლიურ კვლევაში, რომელშიც შეფასებულია ევროპის საუკეთესო

ქვეყნები ბიზნესისთვის, საქართველოს პოზიცია 2 საფეხურით გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ის 46 ევროპულ სახელმწიფოს შორის მე-16 პოზიციაზეა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კვლევაში შეფასებულია რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი - კორპორატიული გარემო, კანონმდებლობა, სამთავრობო პოლიტიკა, სოციალური გარემო და პირობები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ან პირიქით ხელს უშლის კერძო სექტორს როგორც ბიზნესის დაწყების, ასევე წარმოებისა და გაფართოების თვალსაზრისით, როგორც მოკლე, ასევე, გრძელვადიან პერიოდში.

„კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, არის წარმატებული, რაც მნიშვნელოვანი და დადებითი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა, ასევე გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულაც 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა.

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ქვეყნების შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს. შესაბამისად, ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ეფუძნება აღნიშნული რეიტინგების ქულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო რეიტინგებში გაუმჯობესება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნეს გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის მასშტაბით.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა