logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში „ხრუშჩოვკის“ ყიდვა არავის სურს – რატომ არ არის მოთხოვნა ამ ტიპის ბინებზე?
თბილისში „ხრუშჩოვკის“ ყიდვა არავის სურს – რატომ არ არის მოთხოვნა ამ ტიპის ბინებზე?
17:32 07.02.2019
ე.წ. ხრუშჩოვკები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდა , მოქალაქეებშიც ნაკლებად მიმზიდველია.

უძრავი ქონების სააგენტო „Myclient.ge“ რამდენიმე თვიანი დაკვირვების შედეგად აცხადებს, რომ „ბინის შეძენით დაინტერესებულთა შორის ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ბინის შეძენის მსურველი ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა“.

ცოტა რამ, „ხრუშჩოვკების“ შესახებ:

„ხრუშჩოვკა“ ნიკიტა ხრუშჩოვის (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1953-1964 წლებში) პერიოდის 3-5-სართულიანი პანელებიანი ან აგურის საყოფაცხოვრებო ბინების კომპლექსებია, რომლის პროექტიც მართალია არქიტექტორ ვიტალი ლაგუტენკოს ეკუთვნის, თუმცა ხალხში მას დღემდე „ხრუშჩოვკის“ სახელით მოიხსენიებენ. თავდაპირველად საბჭოთა კავშირში „ხრუშჩოვკების“ მშენებლობა საბინაო პრობლემის გადაწყვეტის მიზნით დაიწყო და მისი ექსპლუატაციის ვადა 25 წელზე იყო გათვლილი. შემდეგ იყო ე.წ. „მყარი ხრუშჩოვკების“ სერია, რომელიც უკვე 50-წელზე იყო გათვლილი. როგორ გამოიყურება ამ ტიპის სახლები? აღნიშნულ სახლში ჭერი 2,5 მ-ს არ აღემატება, არ არის ლიფტი და შიდა კედლებს ხმის ცუდი იზოლაცია აქვს.

რაც შეეხება იმას, თუ დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების რა ნაწილი უკავია ე.წ. ხრუშჩოვკებს. Myclient.ge-ს დირექტორის, გვანცა გუჯელაშვილის განმარტებით, „თბილისში დღეს 500-ზე მეტი „ხრუშჩოვკის ტიპის“ კორპუსია და მათი მთლიანი საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 1,066,800 კვ.მ-ს შეადგენს. საიდანაც ყველაზე მეტი დიღმისა და ვარკეთილის მასივებზე და ვაჟა-ფშაველას კვარტლებზეა თავმოყრილი“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „Myclient.ge“ რამდენიმე თვეა, აკვირდება, საცხოვრებელი ბინის რა ტიპის პროექტზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა დედაქალაქში; კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ ყველაზე დაბალი მოთხოვნა ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ბინებზეა.

„ფაქტობრივად აღარ არის მოთხოვნა ამ ტიპის ბინებზე, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. მთავარი ის არის, რომ ადამიანებს აღარ უნდათ იცხოვრონ იმ ტიპის სახლში, როგორიც „ხრუშჩოვკაა“, დღეს უკვე შეიცვალა ადამიანების მოთხოვნის დონე და შესაბამისად, ურჩევნიათ, ძველი, მოშლილი საკანალიზაციო სისტემისა და კომუნიკაციის მქონე სახლის ნაცვლად, უკეთესი ინფრასტრუქტურის სახლი შეიძინონ“.

და მაინც... რა ღირს თბილისში ხრუშჩოვკის ტიპის ბინები?

გვანცა გუჯელაშვილის განმარტებით, „ხრუშჩოვკის“ პროექტის ბინებში კვადრატული მეტრის ფასები უბნების მიხედვით განსხვავებულია. საბურთალოზე 1 კვ.მ-ის ფასი - 688 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარშია, დიდუბის რ-ში - 1 კვ.მ-ის ფასი - 654 აშშ დოლარის, ხოლო ვარკეთილში - 1 კვ.მ-ის ფასი -474 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გახლავთ. ვარკეთილის რ-ნ.-ის შემდეგ მოდის თემქის, სამგორისა და გლდანულას დასახლებაში არსებული „ხრუშჩოვკის“ პროექტის ბინები, სადაც 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 454 აშშ დოლარია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა