logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შსს-მ დროებითი მოთავსების იზოლატორების 2018 წლის ანგარიში წარადგინა
შსს-მ დროებითი მოთავსების იზოლატორების 2018 წლის ანგარიში წარადგინა
14:46 07.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გახსნეს.

პრეზენტაცია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასათვის” მხარდაჭერით გაიმართა.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 2018 წელს არაერთი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, განახლდა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურება და დაკავებულთა პირობები, ამაღლდა თანამშრომელთა კვალიფიკაცია.

შსს-ს ცნობით, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, პირველად საქართველოში, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, არასრულწლოვნებზე მორგებული ინფრასტრუქტურა - საგამოძიებო და დაკავების ოთახები მოეწყო. ასევე 2018 წელს, სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა დროებითი მოთავსების იზოლატორები ახალქალაქში, წალკასა და ჩხოროწყუში. გაფართოვდა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი, მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება ქობულეთის, ფოთის და სამტრედიის იზოლატორების რეაბილიტაცია. აგვისტოში გაიხსნება ახალი იზოლატორი ბაკურიანში.

„2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, დროებითი მოთავსების 8 იზოლატორში დაემატა სამედიცინო პუნქტი (მცხეთა, საგარეჯო ყვარელი, ფოთი, ზესტაფონი, ხაშური, ჩხოროწყუ და ახალციხე); ახალმა და მოქმედმა ექიმებმა კი გაიარეს სპეციალურად მათთვის ორგანიზებული ტრენინგები.

გარდა ამისა, გასულ წელს გადამზადდა დროებითი მოთავსების იზოლატორების ყველა თანამშრომელი, 6 იზოლატორში სრულად განახლდა და გაიმართა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა. 2019 წლის ბოლომდე ვიდეო-კამერები შეიცვლება დარჩენილ 23 იზოლატორშიც. დღევანდელი მდგომარეობით, ვიდეო-ჩაწერა ყველა იზოლატორში ხორციელდება და მისი შენახვის მინიმალური ვადა 24 საათიდან 120 საათამდე გაიზარდა. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრა დროებითი მოთავსების იზოლატორების თითოეულ საკანში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, თბილისში უკვე დაწყებულია დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა. ხაზგასასმელია, რომ ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული არასრულწლოვნებსა და შ.შ.მ პირებზე, ადგილზე იფუნქციონირებს ორი სამედიცინო პუნქტი, მშენებლობისას სრულად იქნა გათვალისწინებული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები და საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტები. დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა ავჭალაში 2019 წლის ბოლოს დასრულდება“ - აღნიშნავენ ძალოვან უწყებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა