შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია“ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
გასატარებელი ღონისძიებებისათვის სპეციალური ტექნიკის შესაძენად ბაზრის კვლევას აცხადებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, თანდართული ტექნიკური მახასიათებლებისა და რაოდენობის მიხედვით წარმოადგინონ წინადადება, მაქსიმალური ფასდაკლების გათვალისწინებით (ერთეულისა და ჯამური ღირებულებების მითითებით) ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადების, ტრანსპორტირების და სხვა თანმდევი ხარჯების ჩათვლით.
სამინისტროს ცნობით, წინადადებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 8 თებერვალი.

















