logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია
11:28 05.02.2019
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. ექსპერტთა კომისიამ მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის ცამეტი გუნდი ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე შეარჩია.

კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისისა და თელავის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს, რაც შესაძლებლობას მისცემს გუნდებს, პროექტები განავითარონ და კონკურსის ფინალში დასრულებული სახით წარადგინონ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაზაფხულზე ჩატარდება. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი პრიზებით დაჯილდოვდებიან. წელს კონკურსის პარტნიორია თიბისი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით.

ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინტერესის გამოწვევა და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა (STEM) და ინოვაციების მიმართულებით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული პროექტების სია:

1. აგრიკულტურული მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისთვის; სკოლა აია-ჯესს, თბილისი

2. ბარნის სმარტ ლაბირინთი; გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა აია-ჯესს, სკოლა პროგრესი, თბილისი, ქუთაისი

3. ესკულაპე; სკოლა აია-ჯესს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, თბილისი, სენაკი

4. Infrared Camera Drone; 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი

5. მოძრაობის სკანერი; 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი

6. სიმსივნის ლოკალური ლიკვიდაცია ნანორობოტის საშუალებით; 199-ე საჯარო სკოლა, სკოლა აია-ჯესს, თბილისი

7. Cyber Guide; 42-ე საჯარო სკოლა, თბილისი

8. ტრიბოელექტრული ფარდა; 199-ე საჯარო სკოლა, კლასიკური გიმნაზია, IT კოლეჯი, თბილისი

9. უნივერსალური ავზი; 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი

10. უსინათლოსთან გარემოს მაადაპტირებელი სისტემა; 22-ე და 25-ე საჯარო სკოლა, ქუთაისი

11. უცემენტო ბეტონი; ევროპული სკოლა, თელავი

12. Carქესი; ევროპული სკოლა, თბილისი

13. Hand-Held Schlierenoscope - მობილური დეტექტორი და რეტრო რეფლექტორული მოზაიკური ეკრანი; აია-ჯესს, თბილისი
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა