logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
11:23 05.02.2019

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

- მარიამ ქვრივიშვილი ამ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად დაინიშნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი დღეს ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.

მარიამ ქვრივიშვილი 1990 წელს დაიბადა, დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (ბაკალავრი) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვა/ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი (MBA, მაგისტრანტი). ქვრივიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ლექტორია, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

„მარიამ ქვრივიშვილს აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. მას აქვს ბაკალავრის და მაგისტრის წოდება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის მიმართულებით, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ მისი სამუშაო გამოცდილება, განათლება და ხედვები კიდევ უფრო მეტ ენერგიას შესძენს ტურიზმის ადმინისტრაციას და უფრო მეტად დაგვეხმარება, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ეკონომიკის ეს უმნიშვნელოვანესი სეგმენტი“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი ქობულიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს - 2013 წლიდან ის შპს „ვოიაჟერი“-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, ასევე იყო ავიაკომპანია flydubai რეგიონალური მენეჯერი საქართველოში. 2012-2013 წლებში კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან უწყებას. წინ ბევრი გამოწვევაა, რადგან დასახული მიზნები, რომლებიც დაყრდნობილია ეროვნულ პრინციპებზე, საკმაოდ ამბიციურია. მნიშვნელოვანია, რომ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიებით შევძლოთ და განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, გავხსნათ მეტი ახალი ავიარეისები, რომ ქვეყანაში შემოვიყვანოთ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ საქართველოს ჰქონდეს მეტი, დივერსიფიცირებული, სტრატეგიული ბაზარი“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა