logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის სპეციალისტებს გაზის მიწოდების წესების გამკაცრების დაგეგმილი წესები გააცნო
ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის სპეციალისტებს გაზის მიწოდების წესების გამკაცრების დაგეგმილი წესები გააცნო
17:33 04.02.2019
ჩვენ ვამკაცრებთ როგორც მოთხოვნებს როგორც გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისა და გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მონტაჟში დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, ასევე უნდა გაიზარდოს მომხმარებელთა პასუხისმგებლობაც,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომლის დროსაც გაზის ინფრასტრუქტურაში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის გენერალური დირექტორი გრიგოლ კაკაურიძე, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ხარებავა, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები გია არაბიძე, შოთა მესტვირიშვილი, ნოდარ ქევხიშვილი, ევტიხი მაჭავარიანი, დიმიტრი კუჭუხიძე, აგრეთვე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელი თემურ გოჩიტაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

აღინიშნა, რომ გაზის გამანაწილებელ და ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების ამოქმედებას. ითქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავისი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსებით შეუძლია გადამზადების პროგრამების ამოქმედება და გაზის კომპანიებში იმ პერსონალის გადამზადება, რომელთაც უშუალოდ აქვთ შეხება გაზის ინფრასტრუქტურასთან და მოწყობილობებთან. გარდა ამისა, გამოითქვა მოსაზრება, რომ გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესახებ, რომელთა გამოყენებაც მინიმუმამდე შეამცირებს ავარიებისა და უბედური შემთხვევების რაოდენობას.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ გაამახვილა ყურადღება, იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების სერტიფიცირებაა, რომლებიც დაკავებულნი არიან გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებები კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც გაზის მოხმარების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი განსახილველად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა