„თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში, დღეს ბანკის საიუბილეო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „თიბისი ბანკის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ჟურნალისტებს იმ სიახლეებს გააცნობს, რომელთა განხორციელებასაც „თიბისი ბანკი“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გეგმავს.
ასევე, შეჯამდება პროექტები, რომლებიც ბანკმა საიუბილეოდ, წლის დასაწყისიდან განახორციელა.
ამასთან, ჟურნალმა „Global Finance“-მა მსოფლიოში საუკეთესო ინტერნეტ ბანკებს შორის „თიბისი“ ერთდროულად ორ ნომინაციაში დააჯილდოვა - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით, როგორც „საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი“, ხოლო საქართველოს მასშტაბით, როგორც „საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი“.

















