logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
11281 გადამხდელს 559 802 534.90 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა
11281 გადამხდელს 559 802 534.90 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა
16:13 01.02.2019
ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.08.2018-01.02.2019) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 11281 გადამხდელს ჯამურად 559 802 534.90 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. კერძოდ:

ა) ქვეპუნქტით - 11 277 გადამხდელს 559 798 572.10 ლარი;

გ) ქვეპუნქტით - 4 გადამხდელს 3 962.80 ლარი.

შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მომართვის საფუძველზე. ჩამოწერის პროცესი გრძელდება.

შეგახსენებთ, აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის ივლისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი - 2018 წლის 1 აგვისტო). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ბ) ქვეპუნქტი გაუქმებულია, გ) ქვეპუნქტი დარჩა უცვლელი და ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.

ამ ცვლილებამდე ორჯერ მოხდა ძველი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა.

პირველ ეტაპზე, იმ პერიოდში მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 18 941 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარი, მათ შორის: ა) ქვეპუნქტით - 10 952 გადამხდელს 1 094 153 961.31 ლარი, ბ) ქვეპუნქტით - 918 გადამხდელს 5 124 844.92 ლარი, გ) ქვეპუნქტით - 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი.

მეორე ეტაპზე, იმ პერიოდში მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლიდან 02.08.2018 წლამდე პერიოდში საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 36 751 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 692 744 567.90 ლარი, მათ შორის:

ა) ქვეპუნქტით - 35 506 გადამხდელს 1 684 278 799.80 ლარი,

ბ) ქვეპუნქტით - 1 213 გადამხდელს 8 442 780.70 ლარი,

გ) ქვეპუნქტით - 32 გადამხდელს 22 987.50 ლარი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა